ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

0

10452367_710474279009545_5455322472718730904_nქარსაფარი ზოლების აღდგენასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, ტექნიკური ქვეჯგუფის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო შარაშიძემ გახსნა.

ღონისძიებას ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ასევე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე ქარსაცავ ზოლებთან დაკავშირებული საკანანომდებლო ბაზის სრულყოფისა და ქვეყანაში წყლისა და ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის დაცვის საკითხები განიხილეს. ტექნიკური ჯგუფის მიერ ქარსაფარი ზოლების პრობლემების მოგვარების მიზნით სამოქმედო გეგმაც გაიწერა.

ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროექტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) პარტნიორობით და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი შერჩეულია, როგორც კლიმატის ცვლილების მიმართ მოწყვლადი რაიონი. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2012 და 2013 წლის შემოდგომაზე 60 კილომეტრი ქარსაფარი ზოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. მიმდინარე წლის ბოლომდე 100 კმ ქარსაფარი ზოლის გაშენებაა დაგეგმილი.


Share.

Comments are closed.