ქალაქის რწმუნებული მიწის მეპატრონეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

0

ce39c4b3fe.images.new_photo.regioni.javaxeti.xandzariქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე საშემოდგომო მარცვლეული კულტურების აღება იწყება, რასაც ფართობების გასუფთავება-გადაწვა მოჰყვება. ცხელი ამინდების გამო ხშირია ხანძარი. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ფერმერების, მიწის მეპატრონეების საყურადღებოდ სპეციალური განცხადება გააკეთა ქალაქის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა  „მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის ჩართულობით უნდა მოხდეს ნაპურალი ნაკვეთების შემოხვნა, რითაც თავიდან იქნება აცილებული მოსალოდნელი ხანძრის გავრცელება. მიწის მეპატრონეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი: საჭიროა გაიარონ ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი, ხოლო მოსავლის ამღები აგრეგატები უნდა აღჭურვონ ხანძრის ჩამქრობი პირველადი საშუალებებით. ნამკალის, ნაწვერალი ნარგავების დაწვა და კოცონის დანთება მინდორში დაუშვებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებათ ფულადი ჯარიმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.“ –აცხადებს პეტრე დანელია.

Share.

Comments are closed.