თოჯინების თეატრი სოფელ დისველის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის ბაზაზე, „კავკასიური კულტურული ინიციატივების ქსელის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა. რომლისთვისაც საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 20-20 მონაწილე შეირჩა. პროექტში საქართველოს სამი რეგიონი ქვემო ქართლი, აჭარა და სამცხე ჯავახეთი ჩაერთო. მისი მიაზანია რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს შორის კულტურული ღონისძიებების გაცვლა. პარტნიორი ქვეყნები არიან ლიტვა და ავსტრია, სწორედ მათგან მიღებული გამოცდილებების გაზიარებით ხორციელდება მიმდინარე პროექტები.
„ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის არსებობა. საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მოღვაწე ხელოვანები ერთმანეთს ვუზიარებთ იდეებს ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. პროექტს აქვს ვებ გვერდი, სადაც ვათავსებთ მოკლე შინაარსს განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ამ კუთხით ბოლნისი არც ერთ რეგიონს არ ჩამოუვარდება. აღნიშნული პროექტის ყველა მონაწილეს დაგვევალა საკუთარი ივენთის მოწყობა, რა თქმა უნდა ბევრი არ მიფიქრია და არჩევანი გავაკეთე თოჯინების თეატრის ირგვლივ, სამიზნე სოფლად დისველი ავირჩიე, სადაც არაერთი ღონისძიება მაქვს განხორციელებული. გავხსენი თოჯინების თეატრი, რაშიც დამეხმარნენ ბოლნისის კულტურის სახლის თანამშრომლები და სკოლის დირექტორი. ბავშვები ძალიან აქტიურად ჩაერთვნენ სამუშაო პროცესში. თეატრის გახსნაზე მოწვეული გვყავდა სტუმრები პარტნიორი ქვეყნებიდან“. – აღნიშნა პროექტის მონაწილე თამარ ბობოხიძემ.