„სიონის“ გულშემატკივარს საკუთარი ძალებით მოუწევს ევროლიგაზე წასვლა

0

DSC03788რვა წლის შემდეგ, წელს პირველად, საფეხბურთო კლუბი „სიონი“ ევროლიგაზე ითამაშებს. ბოლნისის „სიონი“ ალბანეთის „ფლამურტარს“ დაუპირისპირდება. ბოლნისელები პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. ვინაიდან ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, შეხვედრა თბილისში გაიმართება.

თამაშზე დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივართა რაოდენობას, მაყურებელი მეთორმეტე ფეხბურთელადაა მიჩნეული, თუმცა გუნდის საგულშემატკივროდ 3 ივლისს ბევრი ვერ შეძლებს თბილისში წასვლას. აღნიშნულთან დაკავშირებით კლუბის გულშემატკივართა პასუხისმგებელ პირს გავესაუბრეთ.

„ეს ნამდვილად არის ბოლნისისთვის ისტორიული მოვლენა, „სიონი“ ევროლიგაზე ითამაშებს, რაც შეეხება გულშემატკივრების წასვლას, მსურველი ბევრია, თუმცა არ გვაქვს საშუალება ტრანსპორტით უზრუნველვყოთ, ამიტომ დახმარება საკრებულოს თავმჯდომარეს ვთხოვეთ, მიუხედავად მისი დიდი მონდომებისა, ფინანსების უქონლობის გამო ვერ შეძლო ჩვენი დახმარება. ამიტომ საკუთარი სახსრებით მოგვიწევს წასვლა „სიონის“ საგულშემატკივროდ.“ – აღნიშნა აკაკი უგრეხელიძემ.


Share.

Comments are closed.