საყდრისთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს საკითხის განხილვა კიდევ ერთხელ მოუწევს

0

საყდრისითბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი კულტურის სამინისტროს სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვითაც, საყდრისის საბადოს ისტორიული ძეგლის სტატუსი შეუჩერდა.

მინისტრის შესაბამის ბრძანებას სასამართლოში „მწვანე ალტერნატივა” ასაჩივრებდა. 

“სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, ბათილად ცნო მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება და განსახილველად უკან დაუბრუნა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. სარჩელი გულისხმობდა იმ ბრძანების გაუქმებას, რომლითაც ძეგლს მოეხსნა სტატუსი. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ სათანადოდ არ გამოიკვლია საკითხი ამ აქტის გამოცემისას. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რამდენად ჰქონდა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება, უნდა მიეღო შესაბამის საბჭოს, როგორც ამას კანონი ითხოვდა და რადგან ეს არ მომხდარა, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ სამინისტრომ არასათანადოდ გამოიკვლია საკითხი და ისე მიიღო გადაწყვეტილება. ჯერჯერობით ვადები და სხვა დეტალები ცნობილი არ არის, მაგრამ სამინისტრომ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე”, – აცხადებს „მწვანე ალტერნატივას” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე.

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია კულტურის სამინისტროს. სარჩელზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს კომენტარი არ გაუკეთებია. 


Share.

Comments are closed.