საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ კაზრეთის მოსახლეობას მაჟორიტარი წარუდგინა

0

ძალოვან ვეტერან.კაზრეტსი1საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები დაბა კაზრეთის ცენტრში მოსახლეობას შეხვდნენ. პოლიტიკური საბჭოს მდივანმა ზაზა რუსაძემ და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ კომახიძემ ამომრჩეველს კაზრეთისა და ბალიჭის მაჟორიტარი კანდიდატი ზურა კოდელაშვილი წარუდგინეს. პოლიტიკურმა მოძრაობამ ამომრჩეველს სამოქმედო გეგმა გააცნო:

„ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგება და რეგიონის სახელმწიფოსთან კეთილმეზობლური პოლიტიკის  გატარება, კანონის უზენაესობის დამკვიდრება და სამართლიანობის აღდგენა, სიტყვის და თავისუფლების გამოხატვის გარანტიების დაცვა, სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება, ომის ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაცია, მათთვის გაუქმებული შეღავათების აღდგენა და საზოგადოებაში ინტეგრაცია. კომუნალური გადასახადების შემცირება, საწვავზე და ბუნებრივ აირზე გონივრული ფასების დაწესება – ეს ჩვენი სამოქმედო პროგრამაა. იმედი გვაქვს, რომ მოსახლეობა მხარს დაუჭერს ღირსეულ კანდიდატს. დაბა კაზრეთში პირველად ვარ,  ვხედავ, რომ ბევრი პრობლემა აქვთ და სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ვეტერანებს არავითარი მხარში დგომა არ აქვთ სახელმწიფოსგან,  22 ლარიანი დახმარების გაორმაგებას დაგვპირდნენ და ისიც არ შეასრულეს. თუ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა შევა საკრებულოში, აუცილებლად მივიტანთ მთავრობის ყურამდე ვეტერანებისა და მათი ოჯახების ტკივილს, მივიღებთ მონაწილეობას მთავრობის მიერ მიღებულ კანონებში, ჩვენ ძველი მეომრები ვართ, რომლებიც არასოდეს ვუღალატებთ ერს“. –აღნიშნა პოლიტიკური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ კომახიძემ.

Share.

Comments are closed.