სამართალდამცავები გიას მამედოვს ეძებენ

0

გიას მამედოვი, დაკარგული აზერბ.14 დღეა ოჯახის წევრები და სამართალდამცავები უშედეგოდ ეძებენ გიას მამედოვს. სოფელ ბალახაურში მცხოვრები 76 წლის მოხუცი სახლიდან 12 ივნისს, ათ საათზე გავიდა. მიუხედავად მისი ასაკისა გიას მამედოვი მხნედ გამოიყურება, იგი დისველის ტერიტორიაზე საძოვრებს დარაჯობდა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მას სახლიდან გასვლის წინ არ დაუბარებია სად მიდიოდა,  იფიქრეს, რომ სამუშაოზე წავიდა, რამდენიმე დღე რომ აღარ გამოჩნდა,  ოჯახმა ძებნა დაიწყო, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ გადაწყვიტეს სამართალდამცავი ორგანოსთვის მიემართათ. ხუთი დღის შემდეგ ძებნაში პოლიცია ჩაერთო, მაგრამ  უგზო-უკვლოდ დაკარგული გიას მამედოვის შესახებ დღემდე არავინ არაფერი იცის.


Share.

Comments are closed.