საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები გერმანელი მეცნიერის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ

0

შინაგან საქმეთა10426763_516645658437438_5336892329133239601_n სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 8 ივნისს გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს განაგრძობენ. დაკარგული მეცნიერის მოსანახად სამთო-სამაშველო ჯგუფებმა საფეხმავლო ბილიკები გაიარეს და ვერტმფრენიდან დათვალიერება განახორციელეს.

გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოს გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით ესტუმრა. წინასწარი ინფორმაციით ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს 112-ში შევიდა შეტყობინება მისი დაკარგვის შესახებ. ჰანს ჰოეფლეს ქართველმა კოლეგამ განაცხადა, რომ იგი სამსახურში არ გამოცხადდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფებმა იმავე დღეს დაიწყეს საძიებო-სამაშველო ღონისძიება. წინასწარი ინფორმაციით გერმანელი მეცნიერი 8 ივნისს სამეცხვარიოსა და ლომისმთის მიმდებარე ტერიტორიაზე მეცხვარეებმა ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მიმართავს, თუ ვიმეს რაიმე სახის ინფორმაცია გააჩნია გაუჩინარებული 73 წლის გერმანელი მეცნიერის ჰანს ჰოეფლეს შესახებ, დარეკონ „112“-ზე.


Share.

Comments are closed.