ათი წლის შემდეგ კულტურის სახლის სცენაზე „საზღაპრეთი 2-მა“ კიდევ ერთხელ ითამაშა სპექტაკლი „ძალა ერთობაშია“.თეატრალიზებული წარმოდგენა სერგო ჭეიშვილის პიესის მიხედვით დაიდგა, სპექტაკლში 10 მსახიობია დაკავებული, პრემიერაზე პატარა მსახიობების დებიუტი შედგა.
„სპექტაკლი მეგობრობაზე და სიკეთეზეა. ვფიქრობ პატარა მსახიობებმა სწორად მიიტანეს მაყურებლამდე საკუთარი ჩანაფიქრი, ამიტომ მათგან ოვაციები და აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ამ სპექტაკლით მიწვეული ვართ ქობულეთში, მეოცე საერთაშორისო ფესტივალზე „ჩემი ლამაზი ქვეყანა“ სპექტაკლთან ერთად ფესტივალზე „საზღაპრეთი 2“-ის გოგონათა დასი „ნელი ვალსით“ წარსდგება“. –აღნიშნა საბავშვო თეატრის რეჟისორმა იზოლდა ნიავაძემ.