ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენელმა უბანზე გაყალბების ფაქტი დააფიქსირა, თუმცა ოქმის გაფორმება არ მოითხოვა

0

10461853_680659778650539_1214006676_n12:00 საათის მონაცემებით ბოლნისში 9000-ზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა თვაისი არჩევანი. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 16%-ს აჭარბებს.

საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნიკოლოზ კაპანაძის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დაფიქსირებულია მხოლოდ  48-ე უბანზე ერთი ფაქტი, როცა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი კომისიის წევრი არ შეუშვეს უბანზე, კაპანაძის განცხადებით ამ დროისთის სიტუაცია განმუხტულია.

„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ბოლნისის შტაბის ინფორმაციით, ნომერ 38-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე ამომრჩეველთან ერთად ცდილობდა არჩევნების გაყალბებას.

სოფიო ლარცულიანი „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის” ბოლნისის  შტაბის ხელმძღვანელი:

„ნახიდურის საარჩევნო უბანზე მოხდა ინციდენტი, კერძოდ ჩვენმა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ამომრჩეველი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად ცდილობდა დიდი რაოდენობით ბიულეტინების საარჩევნო   ყუთში ჩაყარას. დამკვირვებელმა სწრაფად მოახდინა რეაგირებადა და ხელიდან გამოსტაცა აღნიშნული ბიულეტინები. კომისიის წევრებმა უცებ გადამალეს აღნიშნული ბიულეტინები. ეს ამბავი შევატყობინეთ საოლქოს, მაგრამ ამბობენ რომ არაფერი მოხდარა.

ადგილზე მისულ bolnisi.ge-ს კორესპონდენტს განუცხადეს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, კომისიის თავმჯდომარე სოვდალ ალიევი  უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ არჩევნები  მის უბანზე კანონის დაცვის ფარგლებში, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მომხდარი ფაქტის ოქმში დაფიქსირება პარტიის წარმომადგენლებს არ მოუთხოვიათ.

10438763_680659685317215_778895530_n

10474158_680659668650550_820613704_n


Share.

Comments are closed.