ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ბოლნისელ ამომრჩეველს შეხვდნენ

0

10421862_248780515323178_1328548391_oბოლნისის კულტურის სახლში ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო. მოსახლეობას პარტიის წევრი გიორგი არევაძე მიესალმა და  სიტყვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს გიგი წერეთელს და გიორგი ბარამიძეს გადასცა. გამომსვლელებმა მთავრობის ორწლიანი მუშაობა შეაფასეს და  ყურადღება გაამახვილეს შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებზე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ამომრჩეველს ბოლნისის გამგებლობის, მაჟორიტარი და პროპორციული სიის კანდიდატები ოფიციალურად წარუდგინეს. ნაციონალურმა მოძრაობამ შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაასრულა.

გიორგი ბარამიძე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი:

– ჩვენი გულის ტკივილია რომ შეჩერდა ყველა პროექტი, რომელსაც მოსახლეობა უნდა დაესაქმებინა. სამუშაო ადგილების გაზრდის ნაცვლად უამრავი ადამიანი სამსახურიდან გათავისუფლდა.   სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით სამსახურის გარეშე დარჩა 13000 ადამიანი. ბიუჯეტის 5-6%-იანი ზრდის ნაცვლად პირველივე წელს მოხდა ბიუჯეტის 700 მილიონით გარღვევა და ამ ვითარებაში ხელისუფლებაში მოხდა პრემიების და ხელფასების ზრდა. წინ სვლის ნაცვლად უკუსვლაა საქართველოში. ჩვენც გვქონდა ხარვეზები, მაგრამ გამოსწორების ნაცვლად მათ მეტი შეცდომა დაუშვეს, ეს იწვევს ხალხის გულის ტკივილს, მოტყუებულები დარჩნენ. ნაციონალური მოძრაობა შეძლებს შეცდომა გამოასწოროს და გააგრძელოს იმ საქმეების კეთება, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს სასიკეთოდ წაადგებათ. ხალხი აირჩევს იმ ხელისუფლებას, რომელიც მათ არ ატყუებს, გვინდა ქვეყანაში სუფევდეს ერთიანობა და არა შუღლი.

გიგი წერეთელი, ნაციონალური მოძრაობის წევრი:

– ადამიანები კარგად ხედავენ თუ რა კეთდება ამ ბოლო წლებში, ჩვენ ვხვდებით ხალხს და ნამდვილად არაა ის მდგომარეობა, რაც მთავრობას ჰგონია. არაფერი შეცვლილა ხალხის სასიკეთოდ, პირიქით, მოიმატა კრიმინალმა. არავინ ისხამს ერთლარად ბენზინს და არავინ ყიდულობს გაიაფებულ მედიკამენტებს, ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა, რასაც კარგად ხედავს ხალხი.


Share.

Comments are closed.