მთავარ ბიბლიოთეკას ახალი წიგნები შეემატა

0

10419811_506765836119703_1118047462_nბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის წიგნის საცავებს 75 ახალი წიგნი შეემატა. სანამ ფონდში განთავსდება, მკითხველის გასაცნობად წიგნები ბიბლიოთეკის ფოიეში იქნება გამოფენილი. ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერი და საბიბლიოთეკო გაერთიანების კურატორი თბილისში, წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალზე იყვნენ მიწვეულნი, სადაც  გადასცეს 705 ლარის ოდენობის ვაუჩერი წიგნების შესაძენად. ამ თანხით მოხდა ბიბლიოთეკაში მკითხველისთვის მოთხოვნადი წიგნების შეძენა 25% ფასდაკლებით. „ვიწვევთ მკითხველს ჩვენს ბიბლიოთეკაში, სადაც მათ თითქმის ყველა ჟანრის ლიტერატურა ელოდებათ, რაც შეეხება წიგნის ფესტივალს, საქართველოს მასშტაბით 66 ბიბლიოთეკა იყო მიწვეული, გაიმართა წიგნების პრეზენტაცია, ინტელექტუალური თამაშები, შეხვედრები მწერლებთან და პოეტებთან. ბოლოს კი გადმოგვეცა საჩუქარი ვაუჩერის სახით, რომლითაც შევიძინეთ მხატვრული ლიტერატურა: შევავსეთ 50 ტომეული და ჩვენი რჩეული, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს“. –აღნიშნა მთავარი ბიბლიოთეკის მენეჯერმა შორენა რეხვიაშვილმა.


Share.

Comments are closed.