მარნეულში არჩევნების გაყალბებისთვის 13 პირს ბრალი წარედგინა

0

загруженноеსაქართველოს შსს-ს მარნეულის სამმართველოს მიერ გახსნილია 2014 წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მარნეულის N22 საოლქო კომისიის 57-ე და 25-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი არჩევნების გაყალბების ფაქტები. ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ბრალდება წარედგინა 13 პირს.

 

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობდნენ 57-ე და 25-ე საარჩევნო საუბნო კომისიების შენობებში მყოფი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რომელთა უმრავლესობასაც ერთმანეთთან აკავშირებთ ნათესაური და ახლო მეგობრული ურთიერთობები.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული კომისიის წევრთა უმრავლესობა საარჩევნო სისტემაში მუშაობდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ზოგიერთ მათგანს გააჩნია საარჩევნო კომისიებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

გამოძიებით დადგენილია, რომ N57 საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის წევრებთან და სხვა დამკვირვებლებთან ერთად გაყალბებას აწარმოებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დამკვირვებელი ტალეხ ბინატოვი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ვუგარ გოჯაევი.

მათ მიერ არჩევნების გაყალბების მიზნით ბიულეტენების საარჩევნო ყუთში ჩაყრის ფაქტი ნათლად ჩანს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ვიდეოფირზე და არ ჩანს 2014 წლის 16 ივნისს ნაციონალური მოძრაობის ლიდერ გიგი უგულავას მიერ გამართულ ბრიფინგზე ნაჩვენებ ვიდეომასალაში, რომელიც მისი განმარტებით, გადაიღო საარჩევნო უბანზე დამკვირვებლად მყოფმა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელმა ანა გურგენიძემ.

გამოძიებამ 2014 წლის 18 ივნისს წერილობით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ თავმჯდომარეს და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვა 2014 წლის 15 ივნისს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მარნეულის N22 საარჩევნო ოლქის 25-ე და 57-ე საარჩევნო უბნებზე განხორციელებული სრული ვიდეოჩანაწერის დედნები, რაც დღემდე არ მოუწოდებიათ.

გამოძიებამ მოიპოვა და ექსპერტიზაზე წარადგინა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერი. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ „ვიდეოჩანაწერი წარმოადგენს მონტაჟს და არ წარმოადგენს ერთ მთლიან ნაწილს, სადაც ნათლად ჩანს ციფრული დამუშავების კვალი“.

ასევე ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელი ანა გურგენიძე, რომელმაც განმარტა, რომ იგი პირადად არ ესწრებოდა გაყალბების ფაქტს და მან ჩანაწერი მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდგომ, შემთხვევით ნახა. გამოძიებით კი დგინდება, რომ ანა გურგენიძემ არა შემთხვევით ნახა გავრცელებული კადრები, არამედ იგი გაყალბების პროცესში იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე და აკვირდებოდა პროცესს. აღნიშნულს მოწმეთა ჩვენებების გარდა ადასტურებს გავრცელებული ვიდეოჩანაწერი, კერძოდ, ჩანაწერის 2 წუთსა და 45 წამზე ანა გურგენიძე თანამოსაუბრესთან რუსულ ენაზე მკაფიოდ წარმოთქვამს სიტყვებს, რომ ის ჟურნალისტია თავისუფალი ზონიდან, რომლის მოსმენაც ყველა თქვენგანს დამოუკიდებლად შეუძლია ინტერნეტ სივრცეში და წარმოადგენს აღნიშნულ პერიოდში მის საარჩევნო უბანზე ყოფნის დამატებით მტიცებულებას.

სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის და დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1643-ე მუხლით.


Share.

Comments are closed.