მარნეულის ექვს საარჩევნო უბანში ხმების ხელახლა გადათვლა მოხდება

0

1355388030_1343999162_bolnisiბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “თავისუფალი ზონისა” და “მომავლის არჩევანის” სარჩელები.
მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე 2 დღის განმავლობაში განიხილავდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “თავისუფალი ზონისა” და “მომავლის არჩევანის” სარჩელს. აღნიშნული სარჩელით “ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის მთელ რიგ უბნებზე შედეგების გაუქმებას და არჩევნების მეორე ტურის დანიშვნას მოითხოვდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მთელი რიგი დადგენილებები გაუქმებულად გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიას ხმების ხელახლა გადათვლა დაევალა, კერძოდ, 28-ე, 31-ე, 33-ე, 35-ე, 46-ე და 75-ე საარჩევნო უბნების. 
სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხათუნა გოგორიშვილი, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” იურისტი ივანე პეტრიაშვილი და “ნაციონალური მოძრაობიდან” მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი. მოსარჩელე მხარეს კი პროცესზე მარნეულის # 22-ე საოლქო საარჩევნო კომისია წარმოადგენდა.
“ჩვენი მოთხოვნაა, რომ ხმების გადათვლა კი არა, კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგების გაბათილება მოხდეს. სარეზოლუციო ნაწილის მიღების შემდეგ, ვფიქრობ, რომ გავასაჩივრებთ ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – განუცხადა სასამართლოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ხათუნა გოგორიშვილმა. 


Share.

Comments are closed.