კულტურის სახლთან არსებულმა ჯგუფებმა და ანსამბლებმა ღია გაკვეთილები ჩაატარეს

0

gia gakvetili111 ივნისს კულტურის სახლის ხელმძღვანელობამ მიიწვია კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, მუსიკოსები, ქორეოგრაფები და კულტურის სახლში არსებული  წრეების ღია გაკვეთილებს დაესწრნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო კულტურის ცენტრის ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილიც.

სტუმრების წინაშე პირველად ჯგუფი „მასპინძელო“ წარსდგა. ჯგუფმა ხუთი კომპოზიცია წარმოადგინა, რითაც შემფასებლების ოვაციები დაიმსახურა. „მასპინძელოს“ მოსმენის შემდეგ სოსო კოპალეიშვილმა ასეთი შეფასება გააკეთა.

– ყოჩაღ ბავშვებს, მივესალმები ასეთი ჯგუფის არსებობას, რადგან რასაც ეს ბავშვები უკრავენ,  ადვილი დასაკრავი არაა. თან ვაკვირდებოდი დაკვრის დროს როგორ ცვლიდნენ ინსტრუმენტებს, ეს მათ პროფესიონალიზმის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს და უფრო კარგად განავითარებს თითოეულს. მე ბავშვებს პატარა გამოცდა მოვუწყვე, ავუშალე ინსტრუმენტები და მივეცი ასაწყობად, რაც ძალიან კარგად შეასრულეს. აღსანიშნავია, ისიც რომ  მხოლოდ სამი თვეა ინსტრუმენტები აქვთ და ასე კარგად ფლობენ. რა თქმა უნდა იყო შენიშვნები   სიმღერის კუთხით, მე ვპირდები მათ, რომ გვერდში დავუდგები და დავეხმარები ხმების დალაგებასა და დახვეწაში. დარწმუნებული ვარ წელიწადნახევარში ეს ჯგუფი ისეთი დიდი ჯგუფებს გვერდით დაუკრავს, რომლებსაც თითოეული ჩვენგანი კარგად იცნობს და უყვარს. წარმატებებს ვუსურვებ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს.

ლელა დევნოზაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ საკლუბო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორის მოადგილე:

– დღეს კულტურის სახლში არსებული ჯგუფების, ანსამბლების, თეატრის საჩვენებელ გაკვეთილებს დავესწარით, კმაყოფილი ვარ შედეგით, ემჩნევათ რომ მუშაობენ, იყო შენიშვნებიც. გამოვარჩევდი ახლადშექმნილ ჯგუფ „მასპინძელოს“, რომლებსაც მხოლოდ სამი თვეა რაც შევუძინეთ ინსტრუმენტები და ამ სამ თვეში სანიმუშო შედეგი გვიჩვენებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას და წინსვლას.

gia gakvetili3 gia gakvetili2

Share.

Comments are closed.