კულტურისა და დასვენების პარკში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

0

10408864_730361493691639_5179002159988076179_n1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს პატარებს კულტურის ცენტრმა ლამაზი ღონისძიება აჩუქა. ანსამბლმა „იმედმა” და სხვადასხვა ზღაპრის გმირებმა ბავშვები გაამხიარულეს. ამფითეატრის სცენაზე მოწყობილი იყო ლამაზი დეკორაციები, საკარნავალო კოსტუმებში გამოწყობილმა ღონისძიების მონაწილებმა კონცერტი გამართეს. თოჯინების თეატრმა კი პატარებს სამი გოჭის ზღაპარი წარუდგინა. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიების დასასრულს პატარებმა ტორტი დააგემოვნეს.

1925 წელს, ჟენევაში, გამართულ ბავშვთა კეთილდღეობის მსოფლიო კონფერენციაზე, 1 ივნისი გამოცხადდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ. ჩვეულებრივ, ამ დღეს იმართება ბავშვებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის ღონისძიებები. ამ დღის აღნიშვნის მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ომებისა და კონფლიქტების საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათ ჯანმრთელობასა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებაზე.

1377437_730365240357931_3265587087818243770_n 10341412_730356373692151_3030001873803286779_n 10354149_730360877025034_449100411395760688_n 10355895_730361123691676_3520308590333854477_n 10385374_730356023692186_5361482138891279956_n10303363_730356473692141_8912599729131776691_n 10325624_730362057024916_8355568939493069731_n10380761_730354260359029_7170416227653240610_n 10402634_730361950358260_1784549276933383833_n 10417776_730354537025668_2955096093370128622_n

Share.

Comments are closed.