კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარება

0

10417798_806217852731216_4444555225736361064_nდღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პრორგამის” ფარგლებში ახალი ქვეპროგრამის „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი პირველადი დახმარება” პრეზენტაციას დაესწრო.

აღნიშნული ქვეპროგრამის შემუშავება განაპირობა იმ მინიმალური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილების აუცილებლობამ, რომელიც სხვა არც ერთი პროგრამით არ ფინანსდება. 
ქვეპროგამა გულისხმობს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის გადაუდებელი პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებას ისეთების,როგორიცაა საკვები, ტანსაცმელი, მინიმალური საყოფაცხოვრებო ნივთები თუ ტექნიკა. 
პრეზენტაციას ასევე დაესწრნენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი გაიოზ თალაკვაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მსგავს თემატიკაზე მუშაობენ.

 


Share.

Comments are closed.