კომპანია RMG-იმ კაზრეთისა და ბალიჭის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

0

unnamed (1) კომპანია  RMG -ის წარმომადგენლებმა დაბა კაზრეთისა და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს  პირველი ივნისი,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და პატარებისათვის ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს. ბავშვებისათვის კომპანიამ დაბაში მულტი-პულტის სამყაროს გმირები და ანიმატორები ჩაიყვანა  და პატარებისათვის დაუვიწყარი შოუ პროგრამა გამართა. კომპანიის წარმომადგენლებმა ორივე საბავშვო ბაღის 315 აღსაზრდელს საჩუქრად ბარამბოს ტკბილეული გადასცეს,  ხოლო ორივე ბაღს კი მუსიკალური ცენტრ-კარაოკე.

ნატალი ნოზაძე, კომპანია RMG-ის წარმომადგენელი.

_ ჩვენი კომპანიის სახელით მინდა მივულოცო ყველას, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ხედავთ როგორი გახარებულია ყველა ბავშვი ჩვენ მათ მოვუწყვეთ კარგი ზეიმი რითაც კმაყოფილები ვართ. კომპანია RMG მხარს უჭერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში სხვადასხა კულტურული,საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებას. ის სისტემატიურად ეხმარება დაბა კაზრეთში არსებულ სკოლებსა და საბავშვო ბაღებს. დღესაც გადავეცით ბაღებს საჩუქრად მუსიკალური ცენტრები, რაც საჭიროა ბავშვების განვითარებისათვის.

ჯილდა ჯინჭარაძე, დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღის მენეჯერი:

_ მადლობა კომპანია RMG-ისასეთი ლამაზი ღონისძიებისათვის და იმ სიხარულისათვის,რაც თითოეულ ბავშვს მიანიჭეს. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს და ულევ სიხარულს ვუსურვებ. ჩვენი პატარები არ არიან ასეთი ღონისძიებებით განებივრებულები და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას კომპანიას ასეთი ყურადღებისათვის.

ნიკოლოზ ჯაყელი, 4 წლის:

_ ძალიან გახარებული ვარ, მაგრად მომეწონა მულტი-პუტის გმირები, მათთან ფოტოებიც გადავიღე. მადლობა ყველას ვინც ასეთი ლამაზი ღონისძიება მოგვიწყო, მადლობა ტკბილეულისათვის.unnamed

Share.

Comments are closed.