კომპანია RMG თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს

0

10402393_603936136372143_8597761314418910332_n2 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც ოქროს მოპოვებელ კომპანიას საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე ფართო მაშტაბიანი სამუშობის განხორციელების ნებართვა შეუჩერდა.

რამდენიმე წუთის წინ RMG -იმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქროს მომპოვებელი კომპანია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

გუშინ საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას და ატარებს დროებით ხასიათს, რაც გულისხმობს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას სასამართლოს  მიერ საბოლოო გადაწყვეტილების  გამოტანამდე.

 კომპანია არ ეთანხმება ამ განჩინებას. ვთვლით, რომ ის მიღებულია მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გათვალისწინებით და საერთოდ არ არის განხილული კომპანიის არგუმენტაცია.

 ვგეგმავთ დღესვე მივმართოდ სააპელაციო სასამართლოს ჩვენი არგუმენტაციით და გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული აქტის მოქმედების შეჩერებით კომპანიას ადგება მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი და ძალიან მალე ის შესაძლოა აღმოჩნდეს გაჩერების წინაშე, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან სოციალურ და მატერიალურ პრობლებას შეუქმნის როგორც კონკრეტულად რეგიონს, ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას.

 ჩვენი აზრით, სასამართლოს გუშინდელი  გადაწყვეტილება არის ლოგიკური შედეგი იმ ბინძური კამპანიისა, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მიზანმიმართულად ხორციელდებოდა კომპანიის წინააღმდეგ  გარკვეული ჯგუფების მხრიდან.

 მიუხედავად იმისა, რომ  კომპანია RMG-ის ჰქონდა სრული სამართლებრივი უფლება ეწარმოებინა სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის  ტერიტორიაზე კომპანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აწარმოებდა  სამუშაოებს და ყოველთვის რჩებოდა კანონის ფარგლებში.

 მეტიც, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კომპანიამ არაერთხელ განაცხადა, რომ სანამ არ დაიდებოდა  საერთაშორისო ექსპერტების მიერ საბოლოო რეკომენდაციები, ის არ დაიწყებდა სალიცენზიო ტერიტორიაზე მუშაობას. ხოლო სამუშაოები რეკომენდაციის მიხედვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუდმივი მონიტორინგისა და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ წარიმართებოდა. ” – აცხადებენ კომპანია RMG-ში.


Share.

Comments are closed.