კომპანია RMG განცხადებას ავრცელებს და ბიზნეს ომბუდსმენს მიმართავს

0

10409416_607383532694070_60065830043232571_nკომპანია RMG-ის განცხადება საია-ს მიერ საყდრისი- ყაჩაღიანთან დაკავშირებით მომზადებული კვლევის თაობაზე.

კომპანია RMG დეტალურად გაეცნო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (ს.ა.ი.ა.) მიერ საქართველოში აკრედიტებული ელჩების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისათვის და დღეს უკვე საზოგადოებისათვის  წარდგენილ “კვლევას”.

მასში მოყვანილი ინფორმაციისა თუ “დასკვნების” განხილვის საფუძველზე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დოკუმენტი შეიცავს დამახინჯებულ ფაქტებს, უზუსტობებს და არასწორ ინტერპრეტაციებს, რომელთა მეშვეობითაც ხდება საზოგადოების მიზანმიმართული დეზინფორმირება. შესაბამისად კომპანიას გააჩნია საფუძველი განაცხადოს, რომ ყოველივე ეს ემსახურება საზოგადოების თვალში კომპანია RMG-ის დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს კომპანიის რეპუტაციის შელახვას.

ს.ა.ი.ა. -ს ეგრეთ წოდებულ კვლევას (რომელსაც “შეთქმულების თეორიის” ელფერი დაჰკრავს და უფრო პასკვილის სახე აქვს), ალბათ საზოგადოებაში ეჭვების აღსაძრავად, წითელ ხაზად გასდევს “მთავარი კითხვა” – ვინ დგას კომპანიის უკან.  ამ კითხვაზე პასუხის გაცემას არავითარი დამატებითი და  სავარაუდოდ კარგად დაფინანსებული კვლევა არ სჭირდებოდა, რადგან RMG-ის მიერ ს/ს “მადნეულისა” და შპს “კვარციტის” აქტივების შეძენისთანავე, 2012 წლის ივნისში ქართულ მედიაში და ინტერნეტ სივრცეში ფართოდ იყო გაშუქებული კომპანიის საბოლოო მფლობელების ვინაობა, ქონებრივი სტატუსი, მოკლე ბიოგრაფიული ცნობები და საქმიანობა (FInancial, NEWS.ge, “ტაბულა” და სხვა).  ისინი ბიზნესს აწარმოებდნენ ისეთ ცნობილ კომპანიასთან, როგორიც არის Coca Cola და სხვა. გააჩნიათ აქტივები ლონდონის ბირჟაზე. დეტალური ინფორმაცია კომპანიის გეგმების, მფლობელებისა და კორპორატიული სტრუქტურის შესახებ მიეწოდა საქართველოს მთავრობას, 2012-2013 წლებში შედგა ბენეფიციარების რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, რაც ასევე გაშუქებული იქნა მედიის მიერ.   ამდენად ე.წ. “კვლევის”  ავტორებს, რომ თავი შეეწუხებინათ ინტერნეტ რესურსების მიმოხილვით, ძალზე ადვილად გააკეთებდნენ “საუკუნის აღმოჩენას”, მაგრამ სავარაუდოდ ეს არ გახლდათ მათი მიზანი. მიზანს წარმოადგენდა შექმნილიყო მითი საიდუმლოებით მოცული, „ბოროტი“ კომპანიის შესახებ, რომელსაც გააჩნია არაკეთილსინდისიერი ზრახვები.

ჩვენთვის კარგადა არის ცნობილი კომპანიის მიმართ ბატონ კოჟორიძის პირადი დამოკიდებულების შესახებ, რაც მისი პერსონალური საქმე და უფლებაა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ შემთხვევაში მან პირადი მიზნისათვის გამოიყენა ს.ა.ი.ა.-ს რესურსი, დაფინანსება და ამით ეჭვქვეშ დააყენა მისი, როგორც ზოგადად კომპეტენტური და სამართლიანი ორგანიზაციის რეპუტაცია.

ყოველივე ზემოთქმულის დასადასტურებლად გვინდა მოვიყვანოთ კვლევაში მოყვანილი რამდენიმე “ფაქტი” და მათზე კომენტარი:

1.     საყდრისიყაჩაღიანთან დაკავშირებითშპს „RMG Gold“-ს ლიცენზიის შეძენის დროს არ უნდა ჰქონოდა განსაკუთრებულ ეკონომიკური  გათვლასაყდრისიყაჩაღიანის უბანზერადგანაც 2009 წელსროცა ლიცენზია კომპანიისხელში გადავიდასაყდრისიყაჩაღიანი უკვე წარმოადგენდა  ეროვნულიკატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლსეს გარემოებაკიობიექტზე მსხვლმაშტაბიანი სამუშაოების წარმოების შესაძლებლობასგამორიცხავდა (ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: მცდარია იმის მტკიცება, რომ ლიცენზია მხოლოდ 2009 წელს გადავიდა ჯგუფის მფლობელობაში ვინაიდან #0010 ლიცენზია „ბოლნისის ჯგუფის ცნობილი საბადოების წიაღისეულის გეოლოგიურ შესწავლა-მოპოვებაზე“, რომლის საფუძველზეც შპს „RMG Gold“-ს აქვს ე.წ. „საყდრისის საბადოს“ დამუშავების უფლება, გაცემულია 1994 წლის 07 აპრილს კომპანია „ტრანს-ჯორჯიან რესურსეზე“, რომლის 100%-იან წილს იმ დროისათვის ფლობდა  შპს „კვარციტის“ (ახლა შპს „RMG Gold“-ის) მფლობელი კომპანია „ჯეოპრომაინინგი“.  2009 წელს უბრალოდ განხორციელდა შპს „ტრანს ჯორჯიან რესურსის“ შერწყმა შპს „კვარციტთან“, რის შედეგადაც ზემოაღნიშნული ლიცენზიის მოსარგებლედ განისაზღვრა შპს „კვარციტი“. რაც შეეხება RMG-ის, იგი მხოლოდ 2012 წელს გახდა შპს „კვარციტი“-ს აქტივების მფლობელი.

2.     შპს „RMG Gold“-ის ლიცენზიის მოქმედების უფასოდ გაგრძელება და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურების მოქმედება აჩენს ეჭვებსრომ შესაძლოალიცენზიის გაგრძელების დროს კონკრეტული პირების მხრიდან ადგილიჰქონდა კორუფციულ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას (ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: მიგვაჩნია რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია არ უნდა ლაპარაკობდეს  ვარაუდების დონეზე.  ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება მოხდა მოქმედი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის სრული დაცვით და უსაფუძვლოდ გამოთქმული ვარაუდი იმის შესახებ, რომ თითქოს ადგილი ჰქონდა კორუფციულ ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმდებას, კიდევ ერთხელ ადასტურებს საიას მხრიდან საკითხისადმი სუბიექტურ დაინტერესებას და ტენდენციურობას. გარდა ამისა იურიდიული სპეციალიზაციის ასეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიც არის საია ალბათ უნდა მიეთითებინა საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დაირღვა ამ ქმედებით.

3.     წიაღის მომპოვებელი ყველა ის კომპანიარომელიც საიას მიერ კვლევის დროს იქნა შესწავლილისაბოლოოდ  ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ყველა მათგანის უკან კვიპროსში რეგისტრირებული  ,,Pamtilon Holding Limited”-ი დგას (ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: არავითარი კანონდარღვევა იმაში არ არის, რომ საყდრისის საბადოს ლიცენზიის მფლობელი კომპანია გარკვეულ ბიზნეს ჯგუფში შედის და დაკავშირებულია ამ ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებთან. ამასთან, როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისათვის უკვე კარგა ხანია ცნობილია კომპანიის კორპორატიული სტრუქტურა და საბოლოო ბენეფიციარი ფიზიკური პირების  ვინაობა. ს.ა.ი.ა.-ს რომ ჩვენთვის ოფიციალურად მოემართა ამ საკითხთან დაკავშირებით, შეგვეძლო მათთვისაც გაგვეზიარებინა ეს ინფორმაცია გაკვეული დონით კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.

4.     ,,Pamtilon Holding Limited”-ის მიერ დაფუძნებული კომპანიების და ამ კომპანიების შვილობილ კომპანიებში (როგორც მმართველობით ორგანოებში,ასევე სამეთვალყურეო საბჭოებში), დღევანდელი მდგომარეობით,წარმოდგენილნი  არიან ადამიანებირომლებიც წლების განმავლობაში იმ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენრომელთა უშუალო მონაწილეობითაც ხდებოდა წიაღით სარგებლობის მიზნით ლიცენზიების გაცემა (ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: კომპანიების მმართველობით ორგანოებში და სამეთვალყურეო საბჭოში არიან გეოლოგიური და სამთო დარგის პროფესიონალები, ბევრი მათგანი წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე  მუშაობდა. იმ მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ მათი მონაწილეობით ხდებოდა ლიცენზიების გაცემა, მოგახსენებთ, რომ ჯგუფში შემავალი კომპანიები დღემდე მოქმედებენ 1994 წელს გაცემული ლიცენზიების საფუძველზე, ხოლო 2012 წელს მოხდა ზემოაღნიშნული ლიცენზიების ხელახალი გაყიდვა მოქმედების თარიღით 2014 წლიდან. აღნიშნული მოხდა ღია აუქციონის წესით და ლიცენზიებში ინვესტორის მიერ საკმაოდ დიდი ოდენობის თანხა იქნა გადახდილი (110 500 000 ლარი). შესაბამისად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები, რაიმე სახით მონაწილეობას იღებდნენ დღეისათვის მოქმედი ლიცენზიების გაცემაში.   საერთოდ გაუგებარია  რა პრობლემას წარმოადგენს ის თუ სად მუშაობდა კომპანიის ზოგიერთი თანამშრომელი 10-20 წლის უკან, მითუმეტეს როდესაც ამას არანაირი კავშირი არ აქვს კომპანიის დღევანდელ საქმიანობასთან. უცნაურია, რომ ამ საკითხში ს.ა.ი.ა. ეყრდნობა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციას, რომლის მთავარი წევრი წინა მთავრობის დროს თვითონ გახლდათ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, რაც თავისთავად არაფერს არ ნიშნავს.

5.     საყდრისიყაჩაღიანთანროგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით, 2013 წლის 28 მაისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ თერთმეტკაციანი კომისიის შექმნა წინააღმდეგობაში მოდისკულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონთანამასთან,კომისია გასცდა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და იმსჯელა ისეთ თემებზე რომელთა შესახებაც მსჯელობა კომისიისთვის არავის დაუვალებია (ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: გვსურს აღვნიშნოთ რომ ეს განცხადებაც რბილად რომ ვთქვათ მცდარია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ თერთმეტკაციანი კომისიის შექმნა წინააღმდეგობაში არ მოდის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონთან, რადგან ამ კომისიის კომპეტენცია განსაზღვრული იყო კულტურის მინისტრის ბრძანებით (კულტურის მინისტრის  28/მაისი/2013 ბრძანება  N 3/82). როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომისიის კომპეტენციას წარმოადგენდა საყდრისის ობიექტისათვის სტატუსის მინიჭების დოკუმენტაციის შესწავლა და მისი გადატანისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება.  კომისიის მიერ დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა ხარვეზები ძეგლის სტატუსის მინიჭებისას არსებული კანონდარღვევების თაობაზე, რაზეც არსებობს კომისიის შესაბამისი დასკვნა.

6.     თერთმეტკაციანი კომისიის დასკვნარომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან საყდრისიყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის ბათილად ცნობის საფუძველი გახდაარ წარმოადგენდა სავალდებულოდ გასათვალისწინებელი ხასიათის დოკუმენტსშესაბამისადსამინისტროს თავისუფლად შეეძლოკომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში ასახული მტკიცებულებების მართებულობაკომპეტენციის ფარგლებშიგადაემოწმებინა როგორც სამინისტროში არსებული _ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს _ საშუალებითასევეუშუალოდ ქართულგერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის წევრებთანთუმცა კომისიის დასკვნის გადამოწმება არ მომხდარა (ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: ინფორმაცია, თითქოსდა თერთმეტკაციან კომისიას არ გადაუმოწმებია მტკიცებულებების მართებულობა ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრებთან,  სიცრუეა, რადგან კომისიას როგორ ჩვენთვის არის ცნობილი, მუშაობის პერიოდში ჰქონდა არაერთი შეხვედრა, როგორც ქართულ-გერმანული ექსპედიციის წევრებთან, ასევე ყველა დაინტერესებულ მხარესთან.   ამასთანავე საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მოხსნის საკითხი გასაჩივრებული იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაქვეყნებს 2014 წლის 13 ივნისს.

7.     საყდრისიყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების მიზნითსამინისტროს მიერ შპს „RMG Gold“-ზე გაცემული დადებითი დასკვნის მომზადების დროს არსებითად დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების წესები(ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: ვერც ამ საკითხში დავეთანხმებით  ე.წ. “კლევის” დასკვნებს და აქვე გაცნობებთ რომ აღნიშნული საკითხიც გასაჩივრებული იქნა ბატონ კოჟორიძის მიერ და იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

8.     სამინისტრომ ისე მისცა „RMG Gold“-ს საყდრისიყაჩაღიანში მსხვილმასშტაბიანი სამუშაოების წარმოების უფლებარომ მხედველობაში არ მიიღო და არ შეაფასა სამინისტროს სისტემაში არსებული არქეოლოგიური სექციის დასკვნა(ს.ა.ი.ა.);

 კომენტარი: აღნიშნული საკითხიც იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა გვსურს აღვნიშნოთ,  რომ არქეოლოგიური სექციის დასკვნა ატარებს სამინისტროსთვის სარეკომენდაციო ხასიათს და მასზე რეაგირება ცალსახად კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კომპეტენციაა. ზოგადად საკითხავია  რა მიზანს ესახურება ყველა ზემოხსენებული სიცრუე და ხომ არ არის ეს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის წინ სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.

როდესაც საუბარია კორუფციული გარიგებების შესაძლებლობაზე, ეს უკვე ცილისწამებას წააგავს, რაც ცალკე საკითხია. გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ კორუფციული გარიგებების თემა არ გახლავთ მხოლოდ სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნეს წრეების “ექსკლუზივი”. ამგვარ გარიგებებში შესაძლებელია საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ცალკეული წევრები ან არასამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე ცალკეული პირებიც მონაწილეობდნენ.

ზოგადად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შემთხვევა კომპანიაზე ბოლო პერიოდში განხორციელებული პიარ შეტევის ნაწილია, რომლის პროცესშიც ამჯერად კომპანიის რეპუტაციის საერთაშორისო დონეზე შელახვის სცენარი იქნა გათამაშებული.  საქართველოში აკრედიტებული ელჩებს და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლების მიმართ გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას, მათი დაინტერესების შემთხვევაში გავაცნოთ ნებისმიერი ინფორმაცია კომპანიასთან დაკავშირებით.

კომპანია მიმართავს ბიზნეს ომბუდსმენს მოცემული შემთხვევის განხილვასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას სამართლებლივი რეაგირების თაობაზე.


Share.

Comments are closed.