კაზრეთის სამებაში მიმავალ მრევლს RMG-ის გამშვები პუნქტის გავლა აღარ მოუწევს

0

загруженноеკომპანია RMG-ის უფრო მობილური და თანამედროვე საკონტროლო გამშვები პუნქტის მშენებლობა გასული წლის ივნისის თვეში  დაიგეგმა. ახალი შლაგბაუმი უფრო ხელსაყრელი იქნება როგორც მძღოლებისთვის, ასევე მაკონტროლებლისთვის. კომპანიის სამეურნეო განყოფილების წარმომადგენლის, ალბერტ კუსიანის განცხადებით, აღარ შეიქმნება გარკვეული უხერხულობა ეკლესიაში მიმავალი ადამიანებისთვისაც, რომლებსაც დანიშნულ ადგილამდე მისასვლელად საწარმოს გზაზე გასავლელად წინასწარი შემოწმების გავლა უწევთ (კაზრეთის სამების ეკლესია მდებარეობს RMG-ის კარიერისკენ მიმავალ გზაზე). ახალ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან  მოეწყობა ავტოსადგომიც. როგორც სამშენებლო-სარემონტო ჯგუფის წევრები ამბობენ, მისი დასრულება  დაახლოებით ერთ თვეში იგეგმება.


Share.

Comments are closed.