იცავს თუ არა კომპანია RMG ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციების რაოდენობას ჩამდინარე წყლებში

0

10456382_10203985426297697_1471067816_nკომპანია RMG გაზეთ „სიახლეების” ივნისის ნომერში ჩამდინარე წყლების ყოველდღიური მონიტორინგის შესახებ წერს. როგორც საწარმოს ეკოლოგიურ სამსახურში აცხადებენ, უკვე რამდენიმე წელია, რაც კომპანია RMG-ში  ჩამდინარე წყლების ყოველდღიური მონიტორინგი ხორციელდება. 2000 წლიდან გაჩნდა მუდმივი წერტილები, საიდანაც ხდება წყლის აღება და კეთდება  ლაბორატორიული ანალიზი. 2006-2007 წლიდან კი  მონიტორინგმა  დაიწყო სისტემატურად ფუნქციონირება. ძირითადი წერტილები განლაგებულია იმ ხეობაში,სადაც ხდება საწარმოს ჩამდინარე წყლების გადინება.  ამავე პერიოდში კომპანიამ შეიძინა სპექტროფეტრომეტრი – აპარატი, რომლის დახმარებითაც უფრო სწრაფად ხდება მეტალების კონცენტრაციის ანალიზი.

„ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ გადავსულიყავით სწრაფ რეაგირებაზე და დროულად აღმოგვეფხვრა რაიმე სახის კრიტიკული სიტუაცია“,- ამბობს საწარმოს ეკოლოგიის ინსტრუქტორი დავით მელაშვილი.

ჩამდინარე წყლების ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემები მიეწოდება გარემოს დაცვის სამინისტროსაც.

„ჩვენ სამინისტროსთან გვაქვს დადებული ხელშეკრულება, რის საფუძველზეც დადგენილია  ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები, რაც შეიძლება იყოს წყალში. შეიძლება ეს პარადოქსულად ჟღერდეს, მაგრამ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები სასმელი წყლისთვის ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე თუნდაც ეს სჭირდება თევზს. ბოლო წლებში, მაშავერაში თევზი გაჩნდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები სასმელ წყალთან კი არა, უფრო მაღალ დონეზეა დაცული“ -ამბობს დავით მელაშვილი.

RMG-ის ქიმიურ ლაბორატორიაში ყოველდღიურად საშუალოდ წყლის 8 ანალიზი კეთდება.

Share.

Comments are closed.