თანამშრომლობა ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით

0

10455197_676131385768472_21449053393899738_n24 ივნისიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს არსებობის ისტორიაში პირველად, სამინისტროს ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით მუშაობას USAID -ის კონტრაქტორი ორგანიზაცია იწყებს.

სამინისტროს ინსტიტუციონალური მდგრადობის ხელშეწყობის ინიცირებასთან დაკავშირებით, 20 ივნისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი და მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი USAID-ის კონტრაქტორი ორგანიზაცია TBSC CONSULTING-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

TBSC CONSULTING-ის წევრებმა სამინისტროს წარმომადგენლებს მუშაობის გეგმა გააცნეს. გეგმის თანახმად, USAID -ის კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალური ჯგუფი ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, კულტურის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთობლივ მუშაობას 24 ივნისიდან შეუდგება. პროგრამით სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის გაუმჯობესება, განაცხადების დამუშავების პროცესის სისტემატიზაცია, სამინისტროს შიდა ოპერაციების ოპტიმიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება იგეგმება. სპეციალური ჯგუფი 14 კვირის განმავლობაში გამოავლენს სხვადასხვა პრობლემას, გაანალიზებს, შეიმუშვებს შესაბამის რეკომენდაციებს და შეასრულებს მას.

აღნიშნული პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და USAID -ს შორის 2014 წლის 25 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება და სამინისტროს ინსტიტუციონალური საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მუშაობას ითვალისწინებს.


Share.

Comments are closed.