ევროკავშირის წევრი ქვეყანა – პოლონეთი

0

Sunrise Over Central Gdanskევროკავშირის წევრი ქვეყანა – პოლონეთი.
საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში 1980 წელს, ცნობილი დისიდენტის, ლეხ ვალენსას მეთაურობით, მოძრაობა „სოლიდარობა“ დაიწყო. 9 წლის შემდეგ, ქვეყანაში კომუნისტური რეჟიმი დაემხო. 
პოლონეთმა მიზნად ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია დაისახა.
1991 წელს ვარშავამ ბრიუსელთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ყოვლისმომცველი რეფორმების შედეგად, ქვეყანამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროგრესს მიაღწია.
2004 წელს პოლონეთი ევროკავშირის წევრი გახდა.
საერთო ევროპული ფონდებიდან, სხვადასხვა სფეროს განვითარებისთვის, პოლონეთმა რამდენიმე ათეული მილიარდი ევრო მიიღო.
2014 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 2003 წელთან შედარებით, 2,5-ჯერ გაიზარდა.

Share.

Comments are closed.