ევროკავშირის წევრი ქვეყანა – ჩეხეთი

0

чешкаევროკავშირის წევრი ქვეყანა – ჩეხეთი.
ყოფილი ჩეხოსლოვაკია. 1968 წელს სოციალისტური სისტემის წინააღმდეგ მიმართული სახალხო მღელვარება – „პრაღის გაზაფხული“ საბჭოთა ტანკებმა სასტიკად ჩაახშეს. 
1989 წელს, ლეგენდარული დისიდენტის, ვაცლავ ჰაველის მეთაურობით, ქვეყანაში „ხავერდოვანი რევოლუცია“ დაიწყო, რომელიც კომუნისტური რეჟიმის დამხობით დასრულდა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ჩეხეთმა საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად ევროკავშირში ინტეგრაცია აირჩია.
1991 წელს ბრიუსელსა და პრაღას შორის ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას.
ქვეყანაში ყოვლისმომცველი რეფორმები დაიწყო.
2004 წელს ჩეხეთი ევროკავშირის წევრი გახდა.
გაწევრიანების შემდეგ, ჩეხეთმა თავისუფალი საზღვრები და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღო.
2014 წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე, 2003 წელთან შედარებით, 2-ჯერ გაიზარდა.


Share.

Comments are closed.