დასრულდა მოსწავლეებს შორის გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

0

ჭადრაკი1ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო სკოლამ „ნონა“ ჭადრაკის ტურნირს უმასპინძლა. გუნდური ჩემპიონატი სამი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და  მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლა იყო წარმოდგენილი. ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია და ნიჭიერი მოჭადრაკეების გამოვლენა. ჩემპიონატზე სამი საპრიზო ადგილი დასახელდა, რომელიც ასე გადანაწილდა: პირველი ადგილი №1 საჯარო სკოლამ დაიკავა, მეორეზე რატევანის საჯარო სკოლა გავიდა, მესამე ადგილი კი წილად დისველის საჯარო სკოლას ხვდა. მონაწილეები  მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ, გამარჯვებულ სკოლას კი თასი გადაეცა.

„ამ ტურნირით მოხდება მოსწავლეების შერჩევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ნაკრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ  ქვემო ქართლის გუნდურ ჩემპიონატში. მსგავსი სახის შეხვედრები ხელს უწყობს ჭადრაკის პოპულარიზაციას და ნიჭიერი მოჭადრაკეების აღმოჩენას“. – აღნიშნა ჭადრაკის სკოლის პედაგოგმა გიორგი მაჭარაშვილმა.

Share.

Comments are closed.