განცხადება

0

10441965_745261068868348_2397850817556346872_nსოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისათვის სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის

განცხადება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის N471 განკარგულების შესაბამისად (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა), დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების (იხილეთ ცხრილი) შესყიდვა.
მუნიციპალიტეტი გიწვევთ ღია კონკურსზე, შემდეგი პირობებისა და მოთხოვნის შესაბამისად:
1. კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად.
1,1 პირველი ეტაპი – განხორციელდა 08,05,2014წ-დან 27,05,2014წ-მდე პერიოდში;
1,2 მეორე ეტაპი – განხორციელდა 27,05,2014წ-დან 12.06,2014წ-მდე პერიოდში;
1,3 მესმე ეტაპი – ცხრილი N1-ში მოყვანილ სამშენებლო ობიექტებზე გამარჯვებულის გამოვლენა;

2. III ეტაპის სამუშაოებზე, განსაფასებელი წინადადებების ფორმების გადაცემა პრეტენდენტ ორგანიზაციებზე განხორციელდება 2014 წლის 1 ივლისს 17 სთ.ზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. #106, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, დიდი სააქტო დარბაზი.

3. III ეტაპის სამუშაოებზე, განფასებული წინადადებების წარმოდგენა/განხილვის კონკრეტული თარიღი/დრო შეირჩევა განსაფასებელი წინადადებების ფორმების გადაცემის დღეს და ეცნობებათ პრეტენდენტებს.

4. III ეტაპზე ერთიდაიგივე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი შესაძლებელია გამარჯვებულად გამოვლინდეს მაქსიმუმ ორ სამშენებლო ობიექტზე. (III ეტაპზე გათვალისწინებული არ იქნება I და II ეტაპის შედეგები).

5. შერჩევა განხორციელდება, პრეტენდენტების მიერ კონკრეტულ საამშენებლო სამუშაოს განფასების შესაბამისად, სადაც კონკურსის წარმოშობის შემთხვევაში უპირტესობა მიენიჭება ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადებას (განფასება).

6. შესასრულებელი სამუშაოების შერჩევას განსაზღვრავს უშუალოდ პრეტენდენტ(ებ)ი, თვითოეულ პრეტენდენტზე არაუმეტეს ორი სამშენებლო სამუშაოსი. (III ეტაპზე გათვალისწინებული არ იქნება I და II ეტაპის შედეგები).
7. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
7,1 წყალმომარაგების სამუშაოების (სასმელი/სარწყავი) განსაცორციელებლად პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, 2014 წლის 3 ივლისის ჩათვლით, კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულების მინიმუმ ერთმაგი ოდენობის ანალოგიური სამუშაოების (სასმელი ან/და სარწყავი სისტემების საამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოები) შესრულების გამოცდილება.
7,2 საამშენებლო სამუშაოებზე (გარდა 7,1 პუნქტისა) თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 20000 ლარს, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, 2014 წლის 3 ივლისის ჩათვლით, კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულების მინიმუმ ერთმაგი ოდენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ხოლო, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20000 ლარს საამშენებლო – სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება სავალდებულო არ არის.

8. გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნები პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება წინადადებ(ებ)ის განფასებებთან ერთად.

9. კონკრეტულ სამუშაოზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადების ჯამურ ღირებულებასა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულებას შორის 20% მეტი სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩატარება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოთხოვნიდან მაქსიმუმ 12 კალენდარულ დღეში. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10. წინადადებები პრეტენდენტების მიერ განფასებული უნდა იყოს დ.ღ.გ-ს გათვალისწინებით.

11. გამარჯვებულ პრეტენდენტს, ხელშეკრულების გაფორმებამდე მოეთხოვება ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არქონის შესახებ. (ცნობა წარმოდგენილ უნდა იქნას მოთხოვნიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში).

12. ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიმართ წარმოქმნილი შეუსრულებელი ვალდებულებები კონკურსში არ დაიშვებიან.

III ეტაპი:

ობიექტის დასახელება შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება (ლარი)
1 სოფ. ბალახაურში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 22190
2 სოფ. მუხრანაში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15650
3 სოფ. ჭაპალაში სასმელი წყლის რეზერვუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები 17620
4 სოფ. მწყნეთში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5370
5 სოფ. ქვეშში არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები 13240
6 სოფ. ხატისოფელში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 16410
7 სოფ. მამხუტში სასმელი წყლის ქსელისა და ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები 12860
8 სოფ. ტალავერში სასმელი წყლის ქსელის, ჭაბურღილის მოწყობისა და ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები 51450
9 d. kazreTSi სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები 93530
10 დ. თამარისში, კორპუსებში კანალიზაცისა და სასმელი წყალის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 17540
11 სოფ. ქვემო ბოლნისში სარწყავი სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოები 48100
12 სოფ. ქვემო ბოლნისში სასმელი წყალის ქსელისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები 23310
13 სოფ. ძეძვნარიანში სასმელი წყალის რეზერვუარისა და ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 7940
14 სოფ. ფოლადაურში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები 7900
15 სოფ. სენებში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები 9880
16 სოფ. სამტრედოში სარწყავი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები 16120
17 სოფ. მამხუტში წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5390


Share.

Comments are closed.