ბოლნისში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია

0

10461917_680596045323579_637467865_n საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 07.00 საათზე გაიხსნა, ხოლო ხმის მიცემის პოცედურა 08.00 საათზე დაიწყო. 

№23-ე ბოლნისის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის ნიკოლოზ კაპანაძის განცხადებით 8.00 საათზე ბოლნისის სამოცდაორივე საარჩევნო უბანი გაიხსნა და ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმნდინარეობს.

მანანა შეყილაძე ბოლნისის №3 საარჩევნო უბნის თავჯდომარე:

„შვიდს რომ თხუთმეტი წუთი დააკლდა ყველა კომისიის წევრი ადგილზე იყო. 7 სათზე უბანზე შემოვედით, 8 საათისთვის ყველაფერი მოვაწესრიგეთ და უბანი გაიხსნა. ცხრის ხუთ წუთზე პირველი ამომრჩეველი მოვიდა. ყველაფერი წყნარად მიმდინარეობს. არჩევნების მსვლელობას აკვირდებიან სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები.

ლამზირა კორძაძე ამომრჩეველი:

„ამ არჩევნების დიდი იმედი მაქვს. დავაფიქსირე ჩემი არჩევანი, ვფიქრობ ღირსეულს დავუჭირე მხარი, მინდა უკეთესი ცხოვრება იყოს, როგორც  საქართველოშო, ისე ჩემს ბოლნისში.”

ცესკო-ს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქი და 3 617 საარჩევნო უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 429 748-ს შეადგენს.

ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე სრულდება. ამ დროისთვის კენჭისყრის შენობები დაიკეტება, თუმცა რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემის შესაძლებლობა მიეცემათ. 
10477908_680596088656908_418136777_n 10479691_680596101990240_2053544013_n 10475949_680595588656958_737776794_n

 

Share.

Comments are closed.