წინასწარი ინფორმაციით, ბოლნისის 14 მაჟორიტარული ოლქიდან ქართული ოცნების კანდიდატებმა გამარჯვება 10 ოლქში მოიპოვეს, დანარჩენ ოთხ ოლქში კი მანდატები დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიიღეს.
გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატები ქართული ოცნებიდან:
ქალაქი ბოლნისი – თამაზ ჩუბინიძე, თამარისი – მამედ გუსეინოვი, აკაურთა – ილიას ალშანოვი, ბოლნისის ოლქი – ლევონ მანუკიანი, დარბაზი – შირადინ ასლანოვი, მამხუტი – რასულ ბახტიაროვი, ნახიდური – ვუგარ ისაევი, რაჭისუბანი – დავით რეხვიაშვილი, ქვემო ბოლნისი – იმრანმ გასიმოვი, ქვეში – დიმიტრი ურუმაშვილი.
გამარჯვებული დამოუკიდებელი დეპუტატები:
კაზრეთი – ტარიელ ჯაყელი, რატევანი – გიორგი ლომიძე, ტალავერი – კარა გულმამედოვი, ტანძია – შერმადინ დადვანი.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით ტანძიის მაჟორიტარულ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატს თამაზ ბერიანს ორი ხმით მოუგო საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა შერმადინ დადვანმა. შერმადინ დადვანი ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს წევრა.