ბოლნისის „სიონი” შეკრებაზე გაემგზავრა

0

10417115_668227509920119_1683524021_nდღეს საფეხბურთო კლუბი ბოლნისის „სიონი”  პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე ურეკში გაემგზავრა. გუნდი ზღვისპირეთში 7 დღეს დაჰყოფს და ძირითად ფიზიკურ მომზადებას გაივლის.

„სიონმა” მე-3 ადგილი დაიკავა და უეფას ევროპის ლიგის გათამაშებაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, თუმცა გუნდს უეფაზე გასამგზავრებლად თანხები არ აქვს. ურეკის შეკრებისთვის საჭირო თანხის მოძიებაში „სიონს” ფეხბურთის ფედერაცია დაეხმარა.

კლუბისათვის ფინანსური დახმარების თხოვნით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წერილობით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ რამდენიმე კვირის წინ მიმართა. როგორც გუნდის თავკაცი ლადო ბურდული აცხადებს, ჯერჯერობით სამინისტროს წერილზე რეაგირება არ მოუხდენია.

გასულ კვირას სამინისტროში bolnisi.ge-ს განუცხადეს, რომ „სიონის” საქმეს ეცნობიან.


Share.

Comments are closed.