ბოლნისის „სიონის” მეტოქე ევროპის ლიგაზე ცნობილია

0

gpbhq22-02-2014_13_58_01ბოლნისის „სიონი”  ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ფლამურტარის” შეხვდება. ბოლნისელები პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ევროთასების წილისყრა დღეს გაიმართა. როგორი შანსები აქვს „სიონს” ალბანურ გუნდთან ბოლნისელთა თავკაცი ამაზე ჯერ ვერ საუბრობს. ლადო ბურდულის ინფორმაციით  „ფლამურტარი” ეროვნულ ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გავიდა და ამავდროულად ალბანეთის თასის მფლობელია. ასევე ცნობილია, რომ გუნდში არ ჰყავთ ლეგიონერები. 


Share.

Comments are closed.