ბოლნისის საკრებულოს შემადგენლობა ცნობილია

0

imagesბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისის ოფიციალური მონაცემებით, ბოლნისის საკრებულოში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:  2014 წლის მოწვევის საკრებულოში  პროპორციული სიით 11 დეპუტატი ქართულმა ოცნებამ შეიყვანა, 2-2 დეპუტატი ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და  ბურჯანაძე – ერთიანმა ოპოზიციამ. ქართულმა ოცნებამ 10 მაჟრიტარული მანდატი მოიპოვა. 4 მანდატით საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატები შევიდნენ.

ასე გამოიყურება ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2014 წლის მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა: 

ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია – შოთა რეხვიაშვილი, სოფიო ლარცულიანი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ედიშერ შუკვანი, იასამან გაჯიევა.

ქართული ოცნება – გია კორტავა, დავით ასპანიძე, ბაირამ აბასოვი, ტარიელ ჩხეტიანი, ნუკრი ანდრიაძე, თეიმურაზ გაბიძაშვილი, თამაზ ჟორჟოლიანი, დავით ჯაფარიძე, მალხაზ ვეშაპიძე, ლეილა ალიევა, ლუიზა რეხვიაშვილი.

მაჟორიტარი დეპუტატები ქართული ოცნებიდან: ქალაქი ბოლნისი – თამაზ ჩუბინიძე, თამარისი – მამედ გუსეინოვი, აკაურთა – ილიას ალშანოვი, ბოლნისის ოლქი – ლევონ მანუკიანი, დარბაზი – შირადინ ასლანოვი, მამხუტი – რასულ ბახტიაროვი, ნახიდური – ვუგარ ისაევი, რაჭისუბანი – დავით რეხვიაშვილი, ქვემო ბოლნისი – იმრან გასიმოვი, ქვეში – დიმიტრი ურუმაშვილი.

დამოუკიდებელი დეპუტატები: კაზრეთი –  ტარიელ ჯაყელი, რატევანი –  გიორგი ლომიძე, ტალავერი – კარა გულმამედოვი, ტანძია – შერმადინ დადვანი. 

ამრიგად ახალი მოწვევის სარებულოში 21 დეპუტატი მმართველ გუნდს ეყოლება, 4 ოპოზიციას, ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი როგორ პოლიტიკურ პოზიციას დაიკავებენ დამოუკიდებელი დეპუტატები. აღსანიშნავია, რომ ახალ საკრებულოში ოთხი მანდილოსანი იქნება.


Share.

Comments are closed.