ახალგაზრდებმა კინოთეატრი შენობა დაასუფთავეს

0

10437154_592320444216035_1805036323_n„აღდგეს ბოლნისში კინოთეატრი“ ამ დევიზით  გაერთიანდნენ ახალგაზრდები და  კინოთეატრის შენობა დაასუფთავეს, შეაკეთეს ქარისგან გადახდილი სახურავი, საიდანაც დარბაზში წვიმა ჩადიოდა და შესასვლელი კარი.აქცია პროექტის „ბოლნისის კინოთეატრის ადვოკატირების“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც საზოგადოების დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა. ახალგაზრდა რეჟისორის ინიციატივით შენობის შესასვლელში გამოიკრა ფოტოსურათები და განთავსდა ჟურნალ-გაზეთები. როგორც პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი გვიამბობს შენობა ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც ამჯამად უპატრონოდაა, დაზიანებულია 30 კვ.მ მონაკვეთის ტერიტორია საპროექციოს მხარეს, განადგურებულია ინფრასტრუქტურა და ეკრანი, ახალგაზრდები ადგილობრივ ხელმძღვანელობას შენობის დაბრუნებას და დაცვას სთხოვენ. თუკი შენობა  მუნიციპალიტეტის ბალანსზე გადმოვა, კულტურის სამინისტროსგან მოხდება ტექნიკით აღჭურვა. ახალგაზრდებს სამომავლო გეგმებიც აქვთ, კინოთეატრი თანამედროვე სივრცე იქნება, სადაც მოეწყობა ლიტერატურული საღამოები, გაიმართება დისკუსიები სხვადასხვა თემაზე. ეს იქნება ადგილი, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება დასვენება და მშვიდ გარემოში ყოფნა. აქვე  ექნებათ ადამიანებს საკუთარი ნიჭის გამომზეურების საშუალება. მოეწყობა გამოფენები. მარტივი კონსტრუქციებით აწყობილი ინფრასტრუქტურა შენობას თანამედროვე კულტურული ცენტრის სახეს შესძენს.

10437062_592320604216019_1002559361_n 10443944_592320347549378_554104295_n 10466749_592320760882670_1068223316_n

Share.

Comments are closed.