ანსამბლ „სიონს“ „სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის” წოდება მიენიჭა

0

10476495_511697448959875_780859024_oბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „სიონმა“ რუსთავში გამართულ ფესტივალზე წარმოდგენილ 25-მდე ანსამბლს შორის ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო. „სიონი“ფესტივალზე ორი ნომრით წარსდგა, ჟიურის მოწონება დაიმსახურა და საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის გადაწყვეტილებით, “სანიმუშო საბავშვო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის”წოდება მიენიჭა. ანსამბლი თვის ბოლოს ბოლნისელი მაყურებლისთვის  სოლო კონცერტს გამართავს.

„ქვემო ქართლის ფოლკლორული ანსამბლების ფესტივალზე ,,აჭარული“ და ქალ-ვაჟთა „მთიულური“ წარმოვადგინეთ.  კმაყოფილი ვარ ბავშვების გამოსვლით. ქორეოგრაფიის კავშირის თავმჯდომარე რეზო ჭანიშვილმა  ბავშვებს საპატიო სიგელები გადასცა. ანსამბლს კი „სანიმუშო საბავშვო სახალხო  ქორეოგრაფიულიანსამბლის“ წოდება მიენიჭა. გახარებული ვარ ამ წარმატებით. ამჟამად  კი დიდი მონდომებით ვემზადებით  სოლო კონცერტისათვის, რომელსაც თვის ბოლოს გავმართავთ.“ – აღნიშნა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სიონის“ ხელმძღვანელმა, ქორეოგრაფმა ბესო ტოგონიძემ.

10438823_592326917548721_1055648280_n


Share.

Comments are closed.