imagesსოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებისათვის სამშენებლო ორგანიზაციების შერჩევის მიზნით შექმნილი კომისიის

განცხადება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 მარტის N471 განკარგულების შესაბამისად (სოფლის მხარდაჭერის პროგრამა), დაგეგმილია სამშენებლო სამუშაოების (იხილეთ ცხრილები) შესყიდვა.
მუნიციპალიტეტი გიწვევთ ღია კონკურსზე, შემდეგი პირობებისა და მოთხოვნის შესაბამისად:
1. კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად.
1,1 პირველი ეტაპი – განხორციელდა 08,05,2014წ-დან 27,05,2014წ-მდე პერიოდში;
1,2 მეორე ეტაპი – ცხრილი N2-ში მოყვანილ სამშენებლო ობიექტებზე გამარჯვებულის გამოვლენა;
1,3 მესმე ეტაპი – ცხრილი N3-ში მოყვანილ სამშენებლო ობიექტებზე გამარჯვებულის გამოვლენა;

2. II ეტაპის სამუშაოებზე, განსაფასებელი წინადადებების ფორმების გადაცემა პრეტენდენტ ორგანიზაციებზე განხორციელდება 2014 წლის 30 მაისს 17 სთ.ზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქ. #106, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, დიდი სააქტო დარბაზი.

3. II ეტაპის სამუშაოებზე, განფასებული წინადადებების წარმოდგენა/განხილვის კონკრეტული თარიღი/დრო შეირჩევა განსაფასებელი წინადადებების ფორმების გადაცემის დღეს და ეცნობებათ პრეტენდენტებს).

4. პირველ და მეორე ეტაპზე ერთიდაიგივე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი შესაძლებელია გამარჯვებულად გამოვლინდეს მაქსიმუმ ორ სამშენებლო ობიექტზე. (II ეტაპზე გათვალისწინებული იქნება I ეტაპის შედეგები).

5. შერჩევა განხორციელდება, პრეტენდენტების მიერ კონკრეტულ საამშენებლო სამუშაოს განფასების შესაბამისად, სადაც კონკურსის წარმოშობის შემთხვევაში უპირტესობა მიენიჭება ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადებას (განფასება).

6. შესასრულებელი სამუშაოების შერჩევას განსაზღვრავს უშუალოდ პრეტენდენტ(ებ)ი, თვითოეულ პრეტენდენტზე არაუმეტეს ორი სამშენებლო სამუშაოსი. (II ეტაპზე გათვალისწინებული იქნება I ეტაპის შედეგები).

7. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:
7,1 წყალმომარაგების სამუშაოების (სასმელი/სარწყავი) განსაცორციელებლად პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით, კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულების მინიმუმ ორმაგი ოდენობის ანალოგიური სამუშაოების (სასმელი ან/და სარწყავი სისტემების საამშენებლო ან/და სარეაბილიტაციო სამუშაოები) შესრულების გამოცდილება.
7,2 საამშენებლო სამუშაოებზე (გარდა 7,1 პუნქტისა) თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება 20000 ლარს, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, 2014 წლის 29 მაისის ჩათვლით, კონკრეტული სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულების მინიმუმ ორმაგი ოდენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ხოლო, თუ შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება არ აღემატება 20000 ლარს საამშენებლო – სარემონტო სამუშაოების შესრულების გამოცდილება სავალდებულო არ არის.

8. გადაწყვეტილების მე-7 პუნქტში განსაზღვრული მოთხოვნები პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი იქნება წინადადებ(ებ)ის განფასებებთან ერთად.

9. კონკრეტულ სამუშაოზე პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ წინადადების ჯამურ ღირებულებასა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულებას შორის 20% მეტი სხვაობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზის ჩატარება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, მოთხოვნიდან მაქსიმუმ 12 კალენდარულ დღეში. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10. წინადადებები პრეტენდენტების მიერ განფასებული უნდა იყოს დ.ღ.გ-ს გათვალისწინებით.

11. გამარჯვებულ პრეტენდენტს, ხელშეკრულების გაფორმებამდე მოეთხოვება ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არქონის შესახებ. (ცნობა წარმოდგენილ უნდა იქნას მოთხოვნიდან მაქსიმუმ 3 სამუშაო დღის ვადაში).

12. ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიმართ წარმოქმნილი შეუსრულებელი ვალდებულებები კონკურსში არ დაიშვებიან.

II ეტაპი: ცხრილი N1
N
ობიექტის დასახელება შესყიდვის სავარაუდო მაქსიმალური ღირებულება (ლარი)
1 სოფ. ძველ ქვეშში რიტუალების სახლის რეკონსტრუქციის სამუშაოები 28260
2 სოფ. ფოცხვერიანში რიტუალების სახლზე სამზარეულოს მიშენების სამუშაოები 14020
3 სოფ. გეტაში რიტუალების სახლის მშენებლობის სამუშაოები (II etapi) 25520
4 სოფ. წიფორში რიტუალების სახლის შეკეთების სამუშაოები 13140
5 სოფ. ჭრეშში სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოები 5630
6 სოფ. ტანძიაში რიტუალების სახლის შეკეთების სამუშაოები 7630
7 სოფ. რატევანში რიტუალების სახლში სამზარეულოს მოწყობის სამუშაოები 26290
8 სოფ. ზემო ბოლნისში რიტუალების სახლის სარემონტო სამუშაოები 13140
9 სოფ. სამწვერისში რიტუალების სახლის მშენებლობის სამუშაოები (II etapi) 8920
10 სოფ. ბალიჭის რეზერვუარის აღდგენისა და წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები 28210
11 სოფ. ფარიზში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები 11120
12 სოფ. ნახიდურში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები 31140
13 სოფ. ხახალაჯვარში გარე განათების მოწყობის სამუშაოები 8460
14 სოფ. რაჭისუბნის ფოლადის სარწყავი მილსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები 12690
15 სოფ. სამტრედოში სარწყავი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები 16120
16 სოფ. მამხუტში წყალსადენის ქსელის დაზიანებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5390

III ეტაპი: ცხრილი N2
1 სოფ. ბალახაურში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
2 სოფ. მუხრანაში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
3 სოფ. ჭაპალაში სასმელი წყლის რეზერვუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები
4 სოფ. მწყნეთში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
5 სოფ. ქვეშში არსებული სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები
6 სოფ. ხატისოფელში სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
7 სოფ. მამხუტში სასმელი წყლის ქსელისა და ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები
8 სოფ. ტალავერში სასმელი წყლის ქსელის, ჭაბურღილის მოწყობისა და ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები
9 d. kazreTSi სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები
10 დ. თამარისში, კორპუსებში კანალიზაცისა და სასმელი წყალის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
11 სოფ. ქვემო ბოლნისში სარწყავი სისტემის ქსელის მოწყობის სამუშაოები
12 სოფ. ქვემო ბოლნისში სასმელი წყალის ქსელისა და რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები
13 სოფ. ძეძვნარიანში სასმელი წყალის რეზერვუარისა და ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
14 სოფ. ფოლადაურში სარწყავი არხის მოწყობის სამუშაოები
15 სოფ. სენებში სასმელი წყლის ქსელის მოწყობის სამუშაოები


Share.

Leave A Reply