ბლიც კითხვები

1901915_798733633488028_2146629051_n,,ჩემი ცხოვრების მიზანია ვიყო წარმატებული პიროვნება, განსაკუთრებით ჩემს სფეროში,‘’ ამბობს ჩვენი რესპოდენტი, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევად ბევრს შრომობს. გარდა იმისა, რომ მას კონკრეტული პროფესია აქვს არჩეული და არის წარმატებული სტუდენტი, სხვადასხვა საზოგადოებრივ საქმიანობებშიც ყოველთვის აქტიურადაა ჩართული. სანდრო სკოლის ასაკიდანვე აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენს გაზეთთანაც. იგი საქმისადმი სიყვარულით, მონდომებითა და ნიჭით ყოველთვის ახერხებს, რომ იყოს წარმატებული.
ბლიც კითხვებს bolnisi.ge-სთვის № 5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ვერცხლის მედალოსანი სანდრო სუბელიანი პასუხობს.

მე ვარ – სანდრო სუბელიანი.
დავიბადე – ქალაქ ბოლნისში.
დავამთავრე – №5 საჯარო სკოლა და სწავლას ვაგრძელებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე.
ვიყო ვერცხლის მედალოსანი ჩემთვის ნიშნავს – პასუხისმგებლობას პედაგოგების წინაშე.
წარმატებისთვის მთავარია – შრომისმოყვარეობა, სურვილი და იმ საქმის, სიყვარული რომელსაც აკეთებ.
შრომისმოყვარეობა თუ ნიჭი? – შრომისმოყვარეობა.
კომპიუტერი თუ წიგნი? – კომპიუტერი.
საყვარელი საგანი – ისტორია.
საყვარელი პედაგოგი – ყველა ჩემი მასწავლებელი ძალიან მიყვარს, თითოეულ მათგანს აქვს დამსახურება ჩემს წინაშე.
საყვარელი მწერალი და ნაწარმოები – ჰენრიკ სენკევიჩი „ვიდრე ჰხვალ“.
წიგნი რომლის წაკითხვაც არასოდეს მომბეზრდება – „პატარა უფლისწული“.
არ ვიცი და მინდა ვიცოდე – ფლეიტაზე დაკვრა.
ჩემი ბავშვობის ოცნება იყო – გამოვსულიყავი არქეოლოგი.
ახლა კი ვოცნებობ – ვიმოგზაურო რაც შეიძლება ბევრ ეგზოტიკურ ქვეყანაში.
ჩემი ცხოვრების მიზანია – ვიყო წარმატებული პიროვნება, განსაკუთრებით ჩემს სფეროში.
მიხარია – როცა რაღაც სასარგებლოს ვაკეთებ ვინმესთვის.
მწყინს – როცა არ მიჯერებენ. 🙂
ჩემზე ამბობენ რომ – ვარ ხმაურიანი და მხიარული.
თავისუფალ დროს ვატარებ – მეგობრებთან ერთად.

Share.

Comments are closed.