16 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ღია კონკურსის II ეტაპი ჩატარდა

0

10406534_729292777131844_5491058527645674064_nსოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტს 1 266 940 ლარი გამოეყო.  2014 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 54 ობიექტის ინფრასტრუქტურული  სამუშაოები განხორციელდება. საკრებულოს თავმჯდომარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საკონკურსო კომისია ჯონი ხეცურიანის ხელმძღვანელობით, რომელმაც 54 ობიექტი დაყო სამ ეტაპად და 14 მაისს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში  15 ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების ღია კონკურსი ჩატარდა, ხოლო 30 მაისს  გაიმართა კონკურსის მეორე ეტაპი, სადაც გამოტანილი იქნა 16 ობიექტი. კონკურსში მონაწილე პრეტენდენტებს თითოეულ ლოტზე დაურიგდათ განფასების ცხრილები და შესაბამისი მოთხოვნები, შემდეგ მოხდება  კომისიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადასინჯვა და  ოფიციალურად, წერილობით  ეცნობებათ, როგორც გამარჯვებულ, ისე დამარცხებულ პრეტენდენტებს.

სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რომელზეც გატანილი იქნება 15 ობიექტი,  ახლო მომავალში გაიმართება.

Share.

Comments are closed.