№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა პარტიული სიები წარადგინა

0

ნიკა კაპანაძედღეის მონაცემებით №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში ჯერჯერობით ოთხმა პოლიტიკურმა სუბიექტმა წარადგინა პარტიული სიები. ესენია: „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, საარჩევნო ბლოკი „თვითმმართველობა ხალხს”, „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”„დავით თარხან-მოურავი − საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”.

„შემოსული სიები გადის შემოწმებას, თუ ყველაფერი წესრიგშია გამოვცემთ განკარგულებას და დარეგისტრირდებიან. თუ ხარვეზები დადგინდა, მის გამოსასწორებლად სუბიექტებს ორდღიანი ვადა მიეცემათ. “- განაცხადა №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კაპანაძემ.

 

Share.

Comments are closed.