ბოლნისელი კონკურსანტები ქალაქ რუსთავში ფესტივალის დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალის შესარჩევი ტური ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ანსამბლები, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და საბავშვო ბაღების აღსაზრდელები. შესარჩევი ტურის ფარგლებში მიმდინარე კონცერტებს კომპეტენტური ჟიური აკვირდებოდა, რომლებმაც სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულად შემდეგი ნომრები დაასახელეს:
- ნომინაციაში ხალხური სიმღერა:
ანსამბლი ”მასპინძელო’’ და იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია _ სიმღერა ”ლალე”;
- ნომინაციაში ხალხური ცეკვა:
დაბა კაზრეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ”მადნეული” და ბოლნისის №5 საჯარო სკოლა.
- ნომინაციაში ნიჭიერი:
ქალაქ ბოლნისის ფრიდონ სულაბერიძის სახელობის ქართული ეროვნული ცეკვების სახალხო სკოლა-სტუდია ”ბოლნელი” _ დოლების ნომრით და იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო გიმნაზია.
- ნომინაციაში თანამედროვე ცეკვა:
სოფელ რატევნის საჯარო სკოლა და ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლის სტუდია ”რუმბა-რუმი”.
- ნომინაციაში საესტრადო სიმღერა:
დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლა და იოანე ბოლნელის სახელობის ბოლნისის სასულიერო გიმნაზია _ სიმღერა ”მთაწმინდა ჩაფიქრებულა”.
ჩამოთვლილი ნომრებით ბოლნისელი კონკურსანტები რუსთავში გამართულ ფესტივალში მაყურებლის წინაშე წარსდგებიან.
აღსანიშნავია, რომ კონკურსის შესარჩევი ტურის მეორე ეტაპს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. კონცერტი თითოეული ბოლნისელისათვის საყვარელ, დამსახურებულ პედაგოგსა და მუსიკოსს ნინო დვალიშვილს მიეძღვნა, რომელსაც დღესდღეობით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. კონცერტზე შემოსული თანხა ქალბატონი ნინოს ჯანმრთელობის დაცვის ფონდში ჩაირიცხა. ვისაც გსურთ დაეხმაროთ და გვერდში დაუდგეთ ქალბატონ ნინოს, შეგახსენებთ მის ანგარიშის ნომერს:
ს.ს. ”ლიბერთი ბანკი” GE20LB0111144155908000.