შემოსავლების სამსახურის განცხადება

0

1377534575_get_img-1შემოსავლების სამსახურმა სპეციალური განცახება გაავრცელა.

„შემოსავლების სამსახურისათვის ცნობილი გახდა, რომ ბოლო პერიოდში ბაზრობების ტერიტორიებზე როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, დაუდგენელი პირები მოვაჭრეებს თავს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებად აცნობენ და მათგან გადასახადის გადახდას ითხოვენ. 

შემოსავლების სამსახურის სახელით მოგმართავთ, იმისათვის, რომ არც ერთი ამგვარი ქმედება არ დარჩეს შესაბამისი რეაგირების გარეშე, პირისგან, რომელიც გადასახადის გადახდას მოგთხოვთ, მოითხოვეთ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის დამადასტურებელი მოწმობა. უარის შემთხვევაში, ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეთ შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზზე: +995 32 2 299 299, მიმართეთ უახლოეს სერვისცენტრს ან მოგვწერეთ”. – ნათქვამია განცახედბაში.


Share.

Comments are closed.