„ყოჩების” დასანანი მარცხი და მეოთხე ადგილით დასრულებული სეზონი

0

pirveli_1-cr-300x200„ჩვენი დღე არ იყო დღეს”- ასე შეაფასა ბოლნისის „ყოჩების” კლუბის ხელმძღვანელმა თემურ გაფრინდაშვილმა  თბილისის „ლოკომოტივთან” მარცხი, რომელიც თბილისელთა გამარჯვებით 26:10 დასრულდა.

„ყველანაირად გვაჯობა მეტოქემ, ვეცადეთ ჩვენი დაგეგმილი მატჩი გვეთამაშა, მაგრამ სამწუხაროდ დასაწყისში, რაღაც შეცდომებმა იჩინა თავი, რამაც საბოლოოდ შედეგზე იმოქმედა. 26:10 დავმარცხდით. მიუხედავად იმისა, რომ თამაში შეიძლება ითქვას, რომ არ გამოვივიდა და აშკარად არ იყო ჩვენი დღე, საერთო ჯამში მინდა მივულოცო ბოლნისის „ყოჩებს”, წლევანდელი სეზონი, ასე ვთქვათ მეოთხე ადგილზე დასრულებით. პირველი წელიწადია, იმ რესურსით რაც გაგვაჩნია ჩვენ იმაზე მეტი შევძელით, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.”- აღნიშნა გაფრინდაშვილმა.

 

 

Share.

Comments are closed.