ღაზაროს აღაიანის 174 წლის იუბილე

0

1243058_714972591897196_5730150034349732231_o3 მაისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისში აღინიშნა სომეხი მწერლის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ღაზაროს აღაიანის დაბადებიდან 174 წლის იუბილე. ღონისძიება სოფელში აღაიანის ყოფილ სახლში გაიმართა, რომელიც, უკვე 50 წელია რაც ცნობილი მოღვაწის სახლ-მუზეუმადაა ცნობილი და არც მნახველის სიმცირეს უჩივის. წელიწადში ერთხელ, სწორედ ამ დროს სახლ-მუზეუმს უამრავი სტუმარი ნახულობს და პატივს მიაგებენ დიდი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის უკვდავ ხსოვნას. ღაზაროს აღაიანის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: სომხურ მწერალთა კავშირის, სომხური დიასპორის, განათლების სამინისტროს, ჰაიატურ ცენტრის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, მისი მოადგილეები და ღაზაროს აღაიანის შთამომავლები რუბენ აღაიანი და არმენ სახდადიანი ესწრებოდნენ.
ღაზაროს აღაიანი სომეხი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე დაიბადა 1840 წლის 16 აპრილს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისში
ღაზაროს აღაიანი სწავლობდა თბილისში, ნერსესის სემინარიაში. 1867 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და ლიტერატურულ მოღვაწეობას საქართველოსა და სომხეთში. ავტორია ლირიკული ლექსებისა, პოემებისა საბავშვო ზღაპრებისა და თარგმნიდა ა. პუშკინისა და ი. კრილოვის ნაწარმოებებს. იბრძოდა განათლების დემოკრატიზაციისათვის, იცავდა აღზრდის ხალხურობის პრინციპს. ავტორია სომხური ენის სახელმძღვანელოებისა („დედაენა“) და პედაგოგიური სტატიებისა.
ალექსანდრა ობოლაძე, ბოლნისის უნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი:
– ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სახელით დიდ მადლობას ვუხდი სომხეთის დელეგაციას დღევანდელი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისათვის. სიხარულით მივესალმები იმ ტრადიციას, რაც საუკუნეების მანძილზე გაგრძელდება და მუდმივი გამოხატულება იქნება ქართველი და სომეხი ერების მეგობრობისა. მადლობა სახელგანთქმული შემოქმედის ღაზაროს აღაიანის ნათელ ხსოვნას, ყოველწლიურად ამ ლამაზი დღეებისათვის
თბილისის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძრის სულიერი მოძღვარი მამა ნარეკ კუშიანი:
-წელიწადში ერთხელ ვიკრიბებით ამ დიდი ადამიანის პატივსაცემად, ღაზაროს აღაიანი დიდი მწერალია და დღეს მისი დღესასწაულია. ჩამოსულები არიან დელეგციები ჯავახეთიდან და თბილისიდან, ასევე აქ ბრძანდება გამგებელი, დიდი მადლობა ყველას, უპირველს ყოვლისა სოფლის მოსახლეობას.
ანა პოღოსოვა, ჰაიატურ კულტურის ცენტრის სოლისტი:
– ჩამოვედით თბილისიდან სომეხი მწერლის იუბილეზე. მშვენიერი დღეა, კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი სომეხი ერის სამაყო შვილს. დღევანდელ დღეს მივუძღვენით 10 საუკეთესო სიმღერა.
ლეონ ჩრქზიანი, ჰაიატურ ცენტრის კოორდინატორი:
– ბოლნისში ჩამოვიდნენ ჩვენი ცენტრის საუკეთესო სოლისტები: ანა პოღოსოვა, ჰენრიკ პეტროსიანი და ნინა კარაპეტიანი, მათ ბოლნისელებს უმღერეს და ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზეს.
გივი შახნაზარი, პოეტი, მთარგმნელი:
ჩვენი ერებისთვის დღევანდელი დღე ძვირფასია, ძალიან გახარებული ვარ, რომ წინაპრების ხსოვნა ასე მაღალ დონეზე აღინიშნება ამ უბრწყინვალეს ბუნებაში. მშვენიერი დღეა, ყველას კმაყოფილებას და ბედნიერებას ვატყობ. როგორც ჩვენ გვეამაყება გოგებაშვილის დედა ენა, ისე ღაზაროს აღაიანია საამაყო სომხებისთვის. იგი პირველი საბავშვო ლიტერატურის ავტორი და გამომცემელი იყო, ამავე დროს პოეზიასთან და პროზასთან წილნაყარი დიდი პედაგოგიც.

1167505_714974135230375_2437078939258057304_o 1912442_714973675230421_3309399150621780895_o 10151842_714976205230168_4656234623330528692_n 10272656_714973255230463_4159060836861016140_o


Share.

Comments are closed.