ქვემო ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუმრობდნენ

0

აზერბ.ბავს.მუზ.1ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დამთვალიერებლისთვის სეზონი გაიხსნა. დღეს ქვ. ბოლნისის საჯარო სკოლამ ექსკურსია მოაწყო და მუზეუმს ესტუმრა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს თანამშრომლებმა კარადებში დაცული ექსპონატები გააცნეს, ასევე ინფორმაცია მიაწოდეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმზე, წელს მოხდა ახალი კარადის დამატება, სადაც განთავსებულია გერმანელი კოლონისტების საყოფაცხოვრებო ნივთები.
„სეზონი ქვემო ბოლნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გახსნეს. დაახლოებით 150 მოსწავლე ესტუმრა მუზეუმს, მათ გავაცანით აქ დაცული არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული მასალები. მივესალმები სკოლის გადაწყვეტილებას. საქართველოს კუთხეების გაცნობა სწორედ საკუთარი მუნიციპალიტეტიდან უნდა დაიწყო, იმედია სხვა სკოლებიც გამოეხმაურებიან და მუზეუმს ეწვევიან“. – აღნიშნა bolnisi.ge-თან მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა ანა აკოფიანმა.
მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ექსპონატები წარმოადგენს არქეოლოგიურ ნიმუშებს, თუმცა დაცულია არქიტექტურა და მცირე ეთნოგრაფიული მასალები, რომელიც ძველი ქვის ხანიდან იწყება გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. კარადებში განთავსებული ექსპონატებიდან უმეტესობა დმანისში აღმოჩენილი ადამიანისა და ცხოველის ნაშთებია. ასევე არის დაცული მათ მიერვე დამზადებული იარაღები მულაჟების სახით. აქვე დამთვალიერებელს საშუალება აქვს ნახოს არახლოს გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალები. ნახიდურის ტერიტორიაზე დღესაც გრძელდება ქართულ-გერმანული ექსპედიცია. მუზეუმში სტუმრების ყურადღებას იპყრობს ანტიკური პერიოდის იხვის ფორმის დოქი.

აზერბაიჯ.ბავს.5 აზერბ.ბავს.მუზეუმ4


Share.

Comments are closed.