კოალიცია „ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. ქალაქი ბოლნისი მაჟორიტარული მანდატისთვის – თამაზ ჩუბინიძე, თამარისის თემი -მამედ გუსეინოვი, დაბა კაზრეთი – ნადეჟდა ძირკველიშვილი, აკაურთის თემი-ილიას ალშანოვი, ბოლნისის თემი – ლევონ მანუკიანი, დარბაზის თემი შირადინ ასლანოვი, მამხუტის თემი – რასულ ბახტიაროვი, ნახიდურის თემი – ვუგარ ისაევი, რატევნის თემი – ზურაბ ასანიძე, რაჭისუბნის თემი – დავით რეხვიაშვილი, ტალავერის თემი-ვაგიფ აშიროვი, ტანძიის თემი – თამაზი ბერიანი, ქვ.ბოლნისის თემი-იმრან გასიმოვი, ქვეშის თემი – დიმიტრი ურუმაშვილი იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ოფიციალურად ბოლნისის მუნიციპალიტეტში არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტს მაჟორიატრი დეპუტატობის კანდიდატები არ წარუდგენია. კანდიდატთა და პარტიული სიის წარდგენის ვადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს ამოიწურა.