„ქართული ოცნების” ბოლნისის გამგებლობის კანდიდატი გოგი მეშველიანი იქნება

0

46912_148259458528907_7471331_nდღის ბოლოს №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკ „ქართული ოცნებამ” გამგებლობის კანდიდატი, პარტიული სია და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მმართველი პარტიიდან ბოლნისის გამგებლის პოსტის დასაკავებლად გოგი მეშველიანი იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია კოალიციის ბოლნისის ოფისის ოფიციალურ  facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა. 

გოგი მეშველიანი 1971 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალობა: ფინანსები და კრედიტი.

2007 წლიდან – დღემდე  მუშაობს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის კოორდინატორად. 2005-2007 წლებში მუშაობდა ამავე პროექტის ადმინისტრატორად. 1997-2004 იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი, 1996-1997 – ბოლნისის რაიონის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, 1995-1996 – საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროს უფროსი. 1994-1995 – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული ბოლნისის რაიონში. 1992-1993 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში, მთავარსარდლის დაცვის ათეულის ოფიცრი, 1991-1992 – იყო საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ბოლნისის ბატალიონის მებრძოლი; არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1991-1993 წლებში წარმოებული ბრძოლების მონაწილე. ყავს მეუღლე.
გოგი მეშველიანს ბოლნისელ ამომრჩეველს  „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსი კახა კალაძე 16 მაისს წარუდგენს.  


Share.

Comments are closed.