საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში საბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

0

10299215_493736014089352_1138162914_nსაბიბლიოთეკო კვირეულის დასკვნითი ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში გაიმართა, სადაც საქართელოს 17 დიდი ბიბლიოთეკა იყო მიწვეული, მათ შორის რეგიონიდან მხოლოდ ორი, ბოლნისისა და ზუგდიდის ბიბლიოთეკები. თითოეულმა ბიბლიოთეკამ კვირეულის ფაგლებში ჩატარებული ღონისძიებები წარმოადგინეს როგრც სლაიდშოუს, ისე ხელით შექმნილი საგაზეთო ნიმუშების სახით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა და ამაგდარი ბიბლიოთეკარები, ასევე უამრავი სტუმარი. ბიბლოთეკებმა საკუთაი კუთხეები წამოადგნიეს, რომლებსაც დამთვალიერებელი არ აკლდა, გაიმართა ლოტოტრონი, სადაც სამი გამარჯვებული გამოვლინდა და გამომცემლობა დიოგენესაგან საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყო ბოლნისელი ბიბლიოთეკარი ნატო დემეტრაშვილი.
რუსუდან ასათიანი, საქართელოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ციფრული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
_ საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვას ვზეიმობთ, რომელიც დაიწყო 28 აპრილს და დასრულდა დღეს 8 მაისს. ბიბლიოთეკებმა წარმოადგინეს ძალიან საინტეესო ნამუშევრები, მთავარი კი ისაა რომ ყველა ერთადაა შეკრებილი, ღონისძიება გაცნობით ხასიათსაც ატარებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც ძლიან დაგვეხმარა, მათი დაწესებული ჯილდოები გასხნისას გადავეცით ბიბლიოთეკარებს.მადლობა რომ დაგვითმო დარბაზი და დაგვეხმარა ორგანიზებაში.
ემზარ ჯგერენაია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგი, პროფესორი.
_ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იხურება კვირეული. მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამდენ კოლეგას. სიცოცხლე იგრძნობა ჩვენ სფეროში,ინტერესია ბიბლიოთეკებისადმი და იმედს ვიტოვებ რომ მომავალში უფრო წინ წავალთ.
გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
_ ბიბლიოთეკა ერთ-ერთი მთავარი ნიშაა ქვეყნისათვის საგანმანათლებლო თვალსაზრისით. იმ რთულ ეტაპზე როდესაც ბეჭდური წიგნი გადადის ციფრულ ტექნოლოგიაზე, აუცილებელია ასეთი ღონისძიებები რათა უფრო მეტი გაიგონ ბიბლიოთეკარებმა, მეტად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია ბოლნისის ბიბლიოთეკარების შრომა, რადგან ეს ადამიანები არასდროს ზოგავენ თავს და ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგანან.
კონსტანტინე ალიბეგაშვილი, საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფი.
_ მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ და არსებობს ასეთი დღეები რომლებიც ხელს უწყობენ ბიბლიოთეკარების დაახლოებას, უკეთ გაცნობას. ბიბლიოთეკების მოღვაწეობის უკეთ წარმოჩენას. მე კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და მინდა მადლობა ვუთხრა ორგანიზატორებს.
ნინო კუსრაშვილი, გამომცემლობა ,,დიოგენე’’-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.
_ გამომცემლობა ,,დიოგენე’’-ს ინიციათივით 2014 წელი გამოცხადდა წიგნიერების წლად, შესაბამისად ჩვენ უფრო მეტად ვცდილობთ რომ ყურადღება გავამახვილოთ წიგნიერებაზე.ბიბლიოთეკა ჩვენი საქმიანობის სეგმენტია და ამითომ სიამოვნებით მივიღეთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, დავაწესეთ რამოდენიმე პრიზი და ბიბლიოთეკებს დავურიგეთ ფასდაკლების კატალოგები რითაც შეუძლიათ შეიძინონ წიგნები.
ლია ბუბუტეიშვილი, ბიბლიოთეკების კურატორი.
_ იმ ჩვიდმეტ ბიბლიოთეკას შორის ვიყავით მიწვეულნი რომლებიც დღეს აქ იხილეთ. მე ძალიან ამაყი ვარ რომ წარმოვადგინე ბოლნისის ბიბლიოთეკა და სტუმრებს ვანახეთ თუ რას ვაკეთებთ. დიდი მოწონება დაიმსახურა ჩვენმა კუთხემ. ვულოცავ ნატო დემეტრაშვილს საჩუქარს, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი წარმატებული დღით.

დარეჯან ოქრუაშვილი

10344942_493733257422961_1058896237_n

10342706_493731827423104_1961113539_n 10358028_493731957423091_732520598_n

10287154_493734170756203_1164639557_n10342555_493734097422877_1016134901_n10356568_493731650756455_1860241005_n

10346976_493734150756205_1910447174_n

10311855_493733907422896_1344460443_n

10318608_493732804089673_453500189_n 10327142_493733617422925_2021282309_n


Share.

Comments are closed.