„საუბრები არჩევნებზე ჩაისთან ერთად”

0

DSC_0945„ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!” – ასე ქვია პროექტს, რომელსაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID ) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი” ახორციელებს. პროექტი 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შესახებ ქვემო ქართლის ეროვნული უმცირესობების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად.

ბოლო ორი კვირაა ქვემო ქართლის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების ჩაიხანებში თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრებს ხშირად მოისმენთ. უფრო ზუსტად, ექსპერტ-ფასილიტატორები აზერბაიჯანელ მოსახლეობას ახალ, საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო პროცედურებს, ამომრჩეველთა უფლებებსა და მოვალეობებს აცნობენ.
„ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!” საგანმანათლებლო ტიპის პროექტია და პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა შეხვედრები ბოლნისისა და მარნეულის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ 10 სოფელში. აღსანიშნავია, რომ შეხვედრებს მოსახლეობა ინტერესით ხვდება. აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე ექსპერტ-ფასილიტატორები ამომრჩევლისთვის საჭირო საარჩევნო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, დეტალურად პასუხობენ მათ შეკითხვებს.
„ქვემო ქართლის ამომრჩევლებისთვის, კერძოდ, ეროვნული უმცირესობებისთვის საინფორმაციო ხასიათის პროექტი უკვე მეორე კვირაა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა 10 შეხვედრა იმ სოფლებში, რომლებიც აზერბაიჯანელი მოსახლეობითაა კომპაქტურად დასახლებული. ექსპერტ-ფასილიტატორები მათ მათთვის გასაგებ, პოპულარულ ენაზე აცნობენ ახალ, საარჩევნო კანონმდებლობას, ხმის მიცემის პროცედურებს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა ინტერესით ისმენს ინფორმაციებს. ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ ვარიგებთ სპეციალურად მომზადებულ საგაზეთო ჩანართებს და ფლაერებს, საიდანაც ამომრჩევლები დეტალურ ინფორმაციებს მიიღებენ საარჩევნო პროცედურების შესახებ. დაგეგმილი გვაქვს აქციები ბაზრებში, სადაც კვირაობით ტრადიციული ბაზრობები იმართება, შესაბამისად, ხალხმრავლობაა და ინფორმაციის გავრცელების საუკეთესო ადგილია,“ – აცხადებს პროექტის ქვემო ქართლის კორდინატორი ხატია ფოცხვერაშვილი.
„საუბრები ჩაისთან ერთად არჩევნებზე“ გრძელდება და ის ბოლნისის, მარნეულის და დმანისის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ სოფლებს მოიცავს. პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში ექსპერტ-ფასილიტატორები სულ 14 შეხვედრას გამართავენ. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ახალციხის ეროვნული უმცირესობებისთვისაც ტარდება, სადაც ეთნიკური სომხებისთვის 16 შეხვედრა გაიმართება.

DSC_1008


Share.

Comments are closed.