საინფორმაციო აქცია ბოლნისის ბაზარში

0

10388810_10201383170454723_119500539_oბოლნისის ბაზარში 25 მაისს საინფორმაციო აქცია გაიმართა. “შენი ხმა გადამწყვეტია!”, “ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!” ამ სლოგანით აქციის ორგანიზატორები, არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის” წევრები ბაზარში მყოფ მოსახლეობას 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.

25 მაისს ბოლნისის ბაზარში მისული მოსახლეობა უჩვეულო აქციის მონაწილე გახდა – ბაზრის ცენტრში მდგარი დიდი ბანერის, რომელზეც ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე დატანილი იყოაქციის მთავარი სლოგანი: „15 ივნისი არჩევნების დღეა. არ დარჩე სახლში, ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!“ გარშემოსპეციალურ მაისურებში და კეპებში გამოწყობილი აქტივისტები არჩევნების პროცედურების შესახებ ფლაერებსა და საგაზეთო ჩანართებს არიგებდნენ. ექსპერტ-ფასილიტატორები კი   დაინტერესებულ მოსახლეობას საარჩევნო პროცედურების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას და მათ ყველა შეკითხვას დეტალურად პასუხობდნენ, უწევდნენ კონსულტაციას საარჩევნო საკითხებზე.  მსგავსი ტიპის აქცია 18 მაისს მარნეულის ბაზარშიც გაიმართა.

“ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!” საგანმანათლებლო ტიპის პროექტია და პროექტის ფარგლებში დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ 14  სოფელში 14 შეხვედრა გაიმართა საინფორმაციო ტიპის შეხვედრები – „საუბრები არჩევნებზე ჩაისთან ერთად“. აზერბაიჯანულ ენაზე მოსაუბრე პროფესიონალი ექსპერტ-ფასილიტატორები აზერბაიჯანელ მოსახლეობას ახალ, საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო პროცედურებს, ამომრჩეველთა უფლებებსა და მოვალეობებს აცნობდნენ.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ახალციხის ეროვნული უმცირესობებისთვისაც ტარდება, სადაც ეთნიკური სომხები მოსახლეობისთვის  10 შეხვედრა უკვე ჩატარდა, საერთო ჯამში კი, 16 შეხვედრა გაიმართება.  საინფორმაციო აქცია ახალციხის ბაზარში 8 ივნისსაა დაგეგმილი.

“ხმა მიეცი შენს კეთილდღეობას!” – ასე ქვია პროექტს, რომელსაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID ) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES)მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაცია “საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი” ახორციელებს. პროექტი 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების – ეთნიკური აზერბაიჯანლების და ეთნიკური სომხების ინფორმირებულობას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს ორ რეგიონში სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ხორციელდება.


Share.

Comments are closed.