რატომ მოხსნა კანდიდატურა ქვეშის მაჟორიტარობის კანდიდატმა

0

13233№23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატურების მოხსნის თხოვნით ქვეშის თემის ორმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა მიმართა.  ჯანიკო ურუმაშვილი და ისვახან შამილოვი ქვეშის თემის მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად საინიციატივო გჯუფების მიერ იყვნენ წარდგენილი. როგორც ჩვენთან საუბარში ჯანიკო ურუმაშვილმა განაცხადა კანდიდატურა თავისი სურვილით მოხსნა. 

„ჩემი ახლობელი იყრის კენჭს და გადაწყვეტილება კანდიდატურის მოხსნაზე მაგის გამო მივიღე” – გვითხრა ურუმაშვილმა. რაც შეეხება ისვახან შამილოვს, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.  

შეგახსენებთ, ქვეშის თემში მაჟორიტარული მანდატის მოსაპოვებლად ისრაფილ ორუჯოვი -„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”, ზახადინ მამედოვი – ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია, ფახრადინ ელჩიევი – ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, მარიამ ცქიტიშვილი – ბლოკი „თვითმმათველობა ხალხს”, დიმიტრი ურუმაშვილი – ბლოკი „ქართული ოცნება”, ჯანიკო ურუმაშვილმა, ისვახან შამილოვმა, ჭაბუკა ურუმაშვილმა – დამოუკიდებელად წარადგინეს კანდიდატურები. 

საარჩევნო სარბიელს ორი კანდიდატი არჩევნებიდან ორი კვირით ადრე თავისი სურვილით გამოეთიშა, გავრცელებული ინფორმაციით კანდიდატურების მოხსნანს კიდევ რამდენიმე სუბიექტი აპირებს.


Share.

Comments are closed.