რამ გამოიწვია ადგილობრივ ბიუჯეტში ფინანსური კრიზისი?

0

775044032617ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 2 800 000 ლარის ნაცვლად ოქროს მომპოვებელი საწარმოდან მხოლოდ 1 100 000 ლარი ჩაირიცხა, რაც საწარმოში სამუშაოების შეფერხებამ და მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია.
„ბიუჯეტი მთლიანად არის დამოკიდებული წიაღის მოსაკრებელზე. 80%-ი ფინანსდება საწარმოდან გადახდილი თანხით. დღეის მდგომარეობით მიღებული გვაქვს ბევრად ნაკლები თანხა, ვიდრე უნდა მიგვეღო, ყოველთვიურად უნდა ჩაირიცხოს დაახლოებით რვაასი ათას ლარამდე, რაც გვჭირდება გადასახადებისა და ხელფასების დასაფარად, შექმნილი მდგომარეობის გამო კი შეჩერებულია სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. თუ მდგომარეობა არ დასტაბილურდა, ფინანსური კრიზისი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს, თუმცა ამ ეტაპზე ყოველდღიური ხარჯების დაფარვაში და ხელფასების გაცემაში მთავრობის თანადგომის იმედი გვაქვს“. –აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო ჩარკვიანმა.


Share.

Comments are closed.